• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

 “სამ რამეს დავასახელებ, რაც პირდაპირაა ჩართული ივანიშვილის დევნაში” – ხაინდრავა

ალია ავტორი - ალია
15:51 08-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,161

 კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

whatsapp sharing button

„სრული დეგრადაცია კოლაფსი დადგა იმ ფსევდოდემოკრატიის, რომლის მოწმენი ვიყავით ამ წლების მანძილზე და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი შვეიცარიაა, ქვეყანა, რომელიც იყო განთქმული, ერთ-ერთი ოაზისი მშვიდობის, კანონიერების, კეთილდღეობის, სამართლიანობის, კერძო საკუთრების დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ა.შ. ამ ქვეყანამ ფაქტობრივად თვითგანადგურების რეჟიმი ჩართო 4 მარტიდან. ეს ძალიან ნათლად ჩანს იმ საქმეზე, რომელიც იქ მიმდინარეობს და ეს საქმე გასცდა უკვე კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულებას კონკრეტულ ბანკთან. მხედველობაში მაქვს credit Suisse, რომელიც ყაჩაღების ბუნაგად გადაიქცა და ბანკის არანაირი სახე აღარ გააჩნია.

მე მინდა სამი რამ დავასახელო, რაც პირდაპირ არის ჩართული დევნაში – ეს არის პირდაპირ კრიმინალური დევნა ბიძინა ივანიშვილის, რაც ხდება შვეიცარიის საბანკო სისტემის, შვეიცარიის მართლმსაჯულების და მედიის მხრიდან. შვეიცარიის „თავისუფალმა მედიამ“ არ ინება არც ერთი პუბლიკაციის დაბეჭდვა, რომელსაც სთავაზობდნენ ივანიშვილის ადვოკატები. პირველ რიგში, შვეიცარიას სჭირდებოდა ეს და არანაირად ბიძინა ივანიშვილს, რომ დაენახათ რომ უფსკრულის პირას დგანან იმიტომ, რომ სიმბოლო შვეიცარიის საბანკო სისტემის credit suisse, რომელიც არის ბაირაღი პრაქტიკულად კარგავს მთლიანად თავის სახელს და ეს პირდაპირ ურტყამს მთელ საბანკო სისტემას.

ამას მოყვა აბსოლუტურად გაუგონარი გადაწყვეტილება შვეიცარიის მართლმსაჯულების, როდესაც მან თქვა, რომ თურმე ბანკი თავის მოვალეობებს კრედიტორთან, ადამიანთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, როდესაც მესამე ადამიანებთან გაარკვევს თავის ურთიერთობებს. ეს ხომ აბსურდია აბსოლუტური, ეს თავისთავად ბანკის იდეას სპობს, იმიტომ, რომ მე ვერ გავიგე, შენ თუ შენს კლიენტებთან რაღაც ურთიერთობა გასარკვევი გაქვს მე რა შუაში ვარ, ან ჩემი ფული რა შუაშია, ან ჩემი ურთიერთობა შენთან რა შუაშია. შენ გაარკვიე იმასთან შენი ურთიერთობა და ჩემ ტრანზაქციებს რატომ აჩერებ.

მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, რომ არანაირი დაინტერესება credit suisse-ის ამაში არ აქვს იმიტომ, რომ ივანიშვილის ფული არ არის credit suisse-ში, ის აბსოლუტურად სხვა ბანკშია. ტრასტი, რომელსაც ევალება, ასე ვთქვათ, განკარგულებები ეძლევა იმისათვის, რომ როგორ ამოძრაოს კლიენტის ფული, ის არის მხოლოდ credit suisse-ის ამიტომ, ვერანაირ მოგებას, ვერანაირ სარგებელს credit suisse ამისგან ვერ ხედავს, გარდა თვითგანადგურებისა. თქვენ წარმოიდგინეთ მსოფლიოში რამდენი ადამიანია ვინც ეყრდნობოდა და ვინც ენდობოდა შვეიცარიის საბანკო სისტემას, ყველა მდიდარი ადამიანი, რა წარმომავლობის არ უნდა იყვნენ, როგორი რელიგიური აღმსარებლობის არ უნდა იყვნენ და როგორი ეთნიკური წარმომავლობის არ უნდა იყვნენ, დღეს შვეიცარიის საბანკო სისტემას აღარ ენდობიან. ეს არის კატასტროფა შვეიცარიისთვის. გარდა საათების წარმოების და შოკოლადის შვეიცარიას სხვა მეტი არაფერი გააჩნია. მისი ნეიტრალიტეტი, მისი საბანკო სისტემა და მისი კანონისადმი ერთგულება იყო ის, რაზეც იდგა შვეიცარია და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე ნახავთ შედეგს, რასაც ის მოიმკის.“

 

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგოგა ხაინდრავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved