• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამ მედიკოსს ბრალი წაუყენეს – რატომ ამტკიცებდა ჯანდაცვის მინისტრი, რომ მეგი ბაქრაძეს დახმარება დროულად გაუწიეს? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
21:31 04-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

მეგი ბაქრაძის საქმეზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინეს.

აღმოჩნდა, რომ ექიმი, რომელსაც დახმარება უნდა დაეწია მეგი ბაქრაძისთვის დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა – როგორც ამას ამტკიცებდნენ ექიმები – „გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა“. არადა, ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს დროულად გაეწია ყველა სახის საჭირო დახმარება.

„ალია“ შეგახსენებთ იმასაც, რომ არსებობდა სამი მოწმე, რომლებიც ჩვენ გარდა არავის გახსენებია და მხოლოდ ჩვენთან ინტერვიუს შემდეგ იქნენ დაკითხულნი, ესენი გახლდათ ჩვენი კოლეგები ადგილობრივი მედიიდან – მათ გვიამბეს, რომ მეგის ვაქცინაციიდან მომდევნო 20 წუთი იყვნენ კლინიკაში და არ გაუგიათ, რომ ვინმე ცუდად გამხდარიყო, ან ხმაური ყოფილიყო. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა. იმასაც გვიყვებოდა, რომ წამოსვლისას შენიშნა, როგორ კეტავდნენ ვაქცინაციის ოთახის კარს – მათთან საუბრის შემდეგ, ჩვენც და ალბათ, მკითხველსაც, გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მეგი ბაქრაძე ვაქცინაციიდან 20 წუთის განმავლობაში არ გამხდარა ცუდად და ეს მოგვიანებით მოხდა, ან გვიან გაიგეს კლინიკის თანამშრომლებმა მისი ცუდად ყოფნის შესახებ. ცუდია, რომ შსს-ს ჩვენ დავასწარით ამ სამ მოწმესთან საუბარი, მაგრამ კარგია, რომ „ალიაში“ გასული ინტერვიუს შემდეგ მაინც დაკითხეს, რადგან, მათი სიტყვების გარდა, მათ ჰქონდათ გადაღებული კადრები, სადაც, შეიძლებდა გამოჩენილიყო ექიმთა გადაადგილება, ვინ სად არის, ან არ არის, რა მედიკამენტი იყო მზად და იყო თუ არა ადრენალინი მზად და ა.შ. თუნდაც ის დეტალი, რომ ვაქცინაციის ოთახი, სადაც მედიკამენტები ინახება, ვაქცინაციიდან 20 წუთში რომ იკეტება – ძალიან სერიოზული დეტალია.

ეჭვს აჩენდა ის ფაქტიც, რომ პირველივე დღეს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 27 წლის ექთანი ვაქცინაციიდან 30 წუთში გახდა ცუდად, ხოლო კლინიკის თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ 15-20 წუთში დაეწყო ალერგიული რეაქცია.

კლინიკის თანამშრომლებმა თქვეს, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი გაუკეთეს, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ ეს იყო ანაფილაქსიური შოკი, თუმცა, რეანიმატოლოგი არ გამოიძახეს და მას მხოლოდ მაშინ დაურეკეს, როცა მეორედ გახდა მეგი ცუდად. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაზე თუ ჰქონდა ეჭვი კლინიკის პერსონალს, მათ თავიდანვე უნდა განეხორციელებიათ ზარი რეანიმატოლოგთან.

ეჭვი გაამძაფრა კლინიკის კლინიკურ დირექტორთან ინტერვიუმ, რომელიც „ალიას“ გვიყვებოდა, რომ თურმე, მეგი უმალავდა კლინიკას 2 წლის წინ რომ ავარიაში მოყვა და გონება დაკარგა და სხვა რაღაცეებსაც, თუმცა, კიდევ სხვას რა უმალავდა მეგი კლინიკას, არ მოგვიყვა – ეს ძალიან ჰგავდა გარდაცვლილისთვის გადაბრალების მცდელობას! უკავშირდებოდა, თუ არა ავარიის შემდეგ გონების დაკარგვა, მედიკამენტზე ალერგიას და გამოიკითხა, თუ არა, მეგი ბაქრაძე სრულად და სწორად – იმედია, ამას გამოძიება დაადგენს!

მართალია, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მედიკოსებს ცრუ ჩვენების მიცემისათვის, თუმცა, ველით, რომ გზადაგზა სხვა მუხლებით ბრალეულობასაც ვნახავთ – სამსახურეობრივ გულგრილობას, მაგალითად, თუნდაც…

როგორც ჩანს, კლინიკა საკმაოდ ზერელედ მოეკიდა ვაქცინაციის პროცესს და არც რეანიმატოლოგი ჰყავდა დაყოვნების ოთახში – ჰქონდა, თუ არა ჯანდაცვის სამინისტროსგან შესაბამისი მითითებები მიღებული და იყვნენ თუ არა კლინიკის ექიმები გადამზადებულნი – ამ კითხვებს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უპასუხოს, ისევე, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას – რატომ ამტკიცებდა, რომ კლინიკამ 27 წლის ექთანს ყველა საჭირო დახმარება დროულად გაუწია? რის საფუძველზე? საერთოდაც, რა სჯიდა, თუ არაფერ შუაშია ჯანდაცვის სამინისტრო?

გთავაზობთ ამონარიდს პროკურატურის განცხადებიდან:

„მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ,სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

თამო კეშელავა, ალია

“ბევრი რამე გავიგე კიდევ სხვა, რასაც მალავდა მეგი…” – რაში ადანაშაულებს კლინიკა გარდაცვლილ ექთანს?
თეგები: ეკატერინე ტიკარაძემეგი ბაქრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved