• რეკლამა
  • კონტაქტი
17:18, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამ დღეში 9 ხმაურიანი კრიმინალური ფაქტი

ალია ავტორი - ალია
17:47 10-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

“ალია” წარმოგიდგენთ ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენული ვითარებას:

21 ოქტომბერი 

1. ყაჩაღური თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე.

2. დმანისში „ქართული ოცნების” ოფისთან სროლის შედეგად 4 ადამიანი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით.

22 ოქტომბერი

3. ხეთაში მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სასტიკად მისივე ნათესავი გაუსწორდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.

4.მკვლელობა მარტყოფში – დაკავებულია 16 წლის არასრულწლოვანი. თანასოფლელს – 2001 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

5. ქობულეთში, საინკასაციო სამსახურის თანამშრომელი გაძარცვეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

23 ოქტომბერი

6.ზუგდიდში მანქანა გაიტაცეს და ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი დააყაჩაღეს. ამ ეტაპზე პოლიცია ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებს ატარებს. შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

7.ბათუმში საკონდიტრო საცხობი „საამო“ გაქურდეს. როგორც მაღაზიის მესაკუთრე ამბობს, წაღებულია თანხა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

8.თბილისში ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას მაღაზია გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ციკოლია ავრცელებს. ის ქურდობის ამსახველ ვიდოკადრებსაც აქვეყნებს.

9.ავჭალაში მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიღებული.

“ალიას” ინფორმაციით, აქედან მხოლოდ 2 დამნაშავეა ნაპოვნი, მხოლოდ 2 საქმეა გახსნილი ამ ეტაპზე.

მართალია, პრემიერმა თქვა, რომ დანაშაულის გახსნას დანაშაულის სტატისტიკასთან არ აქვს კავშირი, მაგრამ რამდენი დამნაშავე იმეორებს დაუსჯელობის შემთხვევაში დანაშაულს, ეს სტატისტიკა არ აქვს როგორც ჩანს პრემიერს!

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved