• რეკლამა
  • კონტაქტი
23:00, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სალოსი კაწია” ჭერამდე აფრინდა” – არაამქვეყნიური ამბავი და ეკლესიის ეზოში დაკრძალული ქალი სალოსი

ალია ავტორი - ალია
16:39 12-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
600

“სალოსი კაწია” – ქალი, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობდა და ფრენა შეეძლო, ქალი, რომლის წლოვანება და გვარი არავინ იცის, ქალი, რომელიც თავისი არაამქვეყნიური შესაძლებლობების გამო, საპატრიარქომაც კი აღიარა – დღეს ჩუღურეთში, ალექსანდრე ნავალნის სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს. ტაძარი და ეზო მოწმუნეებით იყო გადაჭედილი. დაკრძალვას ესწრებოდნენ საეკლესიო მსახურებიცა და უბრალო ადამიანებიც. არაამქვეყნიურ „სალოს“ ქალს ამქვეყნიური, ბოლო განსასვენებელი  კი ეკლესიის ეზოში, წმინდა მამა ვიტალის საფლავის გვერდით მიუჩინეს.

გარდაცვლილი ზოგისთვის ფსიქიკურად შეურაცხადი, ზოგისთვის კი სასწაულმოქმედი და ადამიანების მკურნალი იყო.

თუმცა, “სალოსი კაწია” – რომელმაც თავისი სალოსობის  დასამტკიცებლად  და “სიგიჟის” უარსაყოფად, სასწაული მოახდინა და ჭერამდე ამაღლდა (აფრინდა), უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა პატივით გააცილა. 

“2020NEWS”-ს სალოსის დაკრძალვაზე განუცხადეს, რომ”კაწიუშა” თავმდაბლობითა და უშუალობით გამოირჩეოდა.

ერთ-ერთი მამაოს მეუღლემ, სააგენტოს სასწაულებრივი მოვლენის შესახებ,  დაუჯერებელი ისტორია უამბო.

“არ ვიცი, ამის მოყოლის უფლება რამდენად მაქვს, თუმცა მაინც გიამბობთ.  სალოსი კაწია რამდენიმე წელი, ჩემთან ერთად, ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობდა.

ის ყველასაგან განსხვავებული ადამიანი იყო და ამის გამო, ჩვენი მეზობლები ხშირად განიკითხავდნენ და შეურაცხადსაც კი უწოდებნენ. შექმნილი ვითარების გამო, ხშირად მიწევდა თავის მართლება და ამ ყოველივეს კაწიაც უყურებდა.

ერთ დღეს, როდესაც მეძინა, ჩემს ოთახში შემოვიდა და სასწაულებრივი მოვლენის მომსწრე გამხადა….

კაწია ჭერამდე იყო ამაღლებული და იქიდან მესაუბრებოდა, ამბობდა, რომ ის  არც შეშლილი იყო და არც “სამარცხვინო”. მეუბნებოდა, რომ მის გამო, თავი  არ უნდა მემართლებინა. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა…. ჩვენ ერთად დავდიოდით მარჯანიშვილზე მდებარე რუსულ ეკლესიაში.

ერთხელ, როდესაც ეკლესიის ეზოში შევდიოდით, ის უკნიდან მომეპარა და იმ  ადგილას ჩამარტყა, სადაც მწვავე დაავადება მქონდა. ხალხი გაოგნებული  გვიყურებდა, ვერ ვხვდებოდით, ეს რატომ გააკეთა, თუმცა რამდენიმე კვირის  შემდეგ, როდესაც ექიმთან ვიყავი, იქ შევიტყვე, რომ იმ ადგილას, სადაც  სალოსი ხელით შემეხო, დაავადება სრულად გამქრალი იყო და სრულიად  ჯანმრთელი ვიყავი”, – ამბობს ფოფოდია მარიამ ფიფიამ.

“2020NEWS”-თან საუბრისას, ურბნისში მოღვაწე მამა ლუარსაბმა კი განაცხადა, რომ ეკლესიის ეზოში მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მსახურები იკრძალებიან, „სალოსი კაწია საეკლესიო მსახურებას არ მისდევდა, მაგრამ მაინც ეკლესიაში დაიკრძალა, მისი არაამქვეყნიური შესაძლებლობების გამო და თან დიდი პატივით:

“ტაძრის ეზოში, მხოლოდ და მხოლოდ, ღვთის მსახურები იკრძალებიან. კაწია საეკლესიო მსახურებას არ მისდევდა, თუმცა, თქვენ ხედავთ, თუ როგორი პატივით მიაბარა დღეს საზოგადოებამ ის მიწას.

ზოგიერთი ადამიანი მას შეურაცხადს ეძახდა, ზოგისთვის კი წმინდანი იყო. მის სულიერ სამყაროს ძალიან ცოტა ადამიანი თუ წვდებოდა.

სალოსი გამოირჩეოდა ღვთაებრივი თავმდაბლობით, ხალხს ზოგჯერ მოწყალების მთხოვნელიც კი ეგონა.

ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები, მხოლოდ ზეცაში ამაღლების შემდეგ შევიტყობთ მის სიდიადესა და სიწმინდეს. მადლობა, რომ თქვენი სააგენტო დაინტერესდა ასეთი დიადი ადამიანის ცხოვრებითა და მოღვაწეობით”, – ამბობს მამაო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შექმნილი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, სალოსი ტაძრიდან პირველ საათზე გამოასვენეს, რასაც მრევლის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა და საპატრიარქოს მიმართ, გაბრაზებაც კი გამოიწვია.

“არ ვიცი, რატომ მოიქცნენ ასე, სიცოცხლეში არ აფასებდნენ და არც სიკვდილში სცეს პატივი. მრევლს არ მისცეს საშუალება, რომ წმინდანი სათანადოდ გაეცილებინათ უკანასკნელ გზაზე.

საპატრიარქოს განცხადებით, შექმნილი კორონავირუსის პანდემიის გამო, სალოსი ქალი დღის 13 საათზე დაკრძალეს, 14 საათის ნაცვლად, როდესაც შეეძლოთ, ეს უფრო გვიან გაეკეთებინათ.

საქართველომ დღეს დიადი წმინდანი მიწას მიაბარა, რომელიც წმინდათა დასს შეუერთდა და საქართველოსთვის იქიდან განაგრძობს ლოცვასა და კურთხევას”, – განაცხადა სააგენტოსთან სალოსი კაწიას ერთ-ერთმა ნაცნობმა ეკლესიის მრევლიდან.

ბევრმა შეიძლება ეს ამბავი არც დაიჯეროს, ბევრს მოგონილი ეგონოს, თუმცა, ფაქტია, ქალი, რომელიც სიცოცხლეში შურაცხადი ეგონათ და ოფიციალურად ღვთისმსახურიც არ იყო. დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, რომელიც უბრალო მოკვდავთა სამუდამო განსასვენებელი ადგილი ნამდვილად არაა და თანაც საპატრიარქოს თანხმობით.

თეგები: საპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved