• რეკლამა
  • კონტაქტი
15:35, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა უკრაინელ ხალხს

ალია ავტორი - ალია
13:48 02-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის თავზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს მიმართა.

 

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, ამ დღეს, 24 თებერვალს, მინდა, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს ძალიან მძიმე მომენტი, რომელიც დაუსრულებელი ომის 4 წლის დასრულებას აღნიშნავს. 

ამ დროის განმავლობაში თქვენ აჩვენეთ რამდენად მამაცია უკრაინელი ხალხი, რამდენად გამძლე ხართ, როგორ შეგიძლიათ, გაუძლოთ ყველაფერს, რაც რუსულმა იმპერიალიზმმა დამართა თქვენს ქვეყანას. 

ჩვენ ამ ტრაგედიას თქვენთან ერთად ვიზიარებთ, თუმცა ასევე ვიცით, რომ ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ. სინამდვილეში, რუსეთმა წააგო იგი და ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. ოთხი წლის შემდეგ ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ ვერ მოახერხა თქვენი მუხლებზე დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა. 

გისურვებთ, რომ მშვიდობა ძალიან მალე დადგეს, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ნებას, პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია. 1921 წელს 25 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს როგორც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინას დაესხა თავს. ასე რომ, თებერვალი არის თვე, როდესაც რუსული იმპერიალიზმი თითქოს ცოცხლობს, მაგრამ ამას დასასრული ექნება. ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსული ოკუპაციის დასრულებასთან ერთად ჩვენ ყველანი უნდა გავხდეთ მოწმენი რუსული ოკუპაციის დასრულებისა სხვაგანაც – სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთის რეგიონში, დნესტრისპირეთში და ყველგან, სადაც რუსეთი საკუთარ საზღვრებს სცდება, რადგან მშვიდობა ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი არ აღიარებს საკუთარ საზღვრებს.

დიდება უკრაინას!, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved