• რეკლამა
  • კონტაქტი
07:56, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება – საქართველოში „სურსათის ბანკი“ შეიქმნება

ალია ავტორი - ალია
11:59 10-05-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება – პარლამენტმა „სურსათის ბანკის“ შექმნის შესახებ კანონი მიიღო. საუბარია, „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და 73 ხმით მიიღო.

„ეს ინიციატივა მიმართულია იქითკენ, რომ საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდეს და ადამიანებს მათი გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდეს. კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ სურსათის ნარჩენად ქცევის პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა.

აღსანიშნავია, რომ ეს კანონი მათ შორის გულისხმობს ქვეყანაში სურსათის ბანკის შექმნასაც. კერძოდ, სისტემა გულისხმობს ევროპული პრაქტიკის გადმოღებას საქართველოში, რაც იძლევა საშუალებას, რომ ერთის მხრივ, სურსათი, რომელიც არ არის საფრთხის შემცველი და გამოსაყენებელია მოხმარებისთვის, გადაეცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ და მოხმარებული იყოს საქველმოქმედო მიზნებისთვის და ამავე დროს შემცირდეს სურსათის დანაკარგები, რომლებიც ახლა სისტემატიზებული არ არის.

„კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და სურსათის ნარჩენების შემცირებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას.

კანონპროექტის მიღებით იქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ ეტაპზე, სურსათის დანაკარგებისა თუ ნარჩენების მართვისა და სურსათის შეწირულობის საკითხს დაარეგულირებს.

კანონპროექტი ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობითა და ადგილობრივი ექსპერტის ჩართულობით მომზადდა,“- აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved