• რეკლამა
  • კონტაქტი
23:50, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საკუთარ მეუღლეებს ვღალატობთ, ვმრუშობთ, მაგრამ წუხილს გამოვთქვამთ: “არ სჯობდა ეს შეკრება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ჩაგვეტარებინა” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:25 04-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,791

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ესეთი დასუსტებული, ნაზი, ისტერიული, პრეტენზიული, უსაფუძვლოდ ამბიციური ჩვენი საზოგადოება – საქართველოს უახლოეს ისტორიას ალბათ არ ახსოვს. საუბარი მაქვს ჩვენს არაგენმოდიფიცირებულ ნაწილზე, მართლმადიდებლობაზე და ქართველობაზე რომ აქვს პრეტენზია. იმ ნაწილზე, ვისაც “ექსკლეზიური” რწმენა აქვს, საიდანაც ეკლესია დიდი ხანია განდევნილია. იმ ნაწილზე, ვინც საკუთარი თავის ბრალეულობას ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებში ამპარტავნული სიჯიუტით ვერ ხედავს და ყველაფერს “დახარვეზებულ” მოყვასსა თუ “უვარგისს” ხელისუფლებას აბრალებს.

სექტანტებთან “დეპოლარიზაცია” დავივიწყოთ – უფალსა და ლუციფერს შორის თუნდაც “წალენჯიხის” ხიდის გავლება არ გამოვა. ვინც ეს ხაფანგი შემოგვთავაზა ევროპამდე მაშველ რგოლად – ამის შესახებ მშვენივრად იცის. ხვად ძაღლს – ფისუნია გოგო რომ მიუყვანო “შესაჯვარებლად”, სულ რომ ხელოვნურად გადაკვანძო ისინი ერთმანეთს, ნაყოფს ვერ მიიღებ. საზოგადოების პირობითად ნორმალურ ნაწილში გვიჭირს ამ პოლარიზაციის დაძლევა – და მოდით, სექტას თავი დავანებოთ.

რაც უფრო გვიახლოვდება 30 აპრილი, იწყება ჩვენი ტრადიციული დაუძლეველი შფოთვა: ვინ არის ორგანიზატორი, რა მოთხოვნები აქვთ, “ის” თუ არ გაჟღერდა – ჩვენ არ მივალთ, “ის” თუ იქნება ტრიბუნაზე – მანდ რა მინდა, “ის” კანონი თუ არ გააუქმეს – სახლში დავრჩები, “სუფთა სისხლისა და ჯიშის” ქართული მოწოდებები თუ არ მოვისმინეთ – ჯობია არც დაგვიძახოთ, “ესენი” – პორტირებულები არიან, “ისინი” – მოღალატეები, “ამათ” – არ ვენდობი, და ზოგადად – ჩემი ღირსი იქ არავინ არ იქნება…

ეს არის ჩვენი დაუძლეველი უბედურება, რომ “მეწისქვილეს” არ ვიმჩნევთ, მასთან ბრძოლაში გაერთიანების ერთი ადგილი არა გვაქვს, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვებრძვით სხვადასხვა “წისქვილებს”, სადაც ყველას თავისი საყვარელი აქვს სამიზნეში ამოჩემებული. ნუ, რას ჰქვია ვებრძვით – კლავიატურას ვუბრახუნებთ. მარხვებს არ ვიცავთ, არ ვლოცულობთ, მაგრამ მოყვასის ერთი “არამართლმადიდებლური” გამოვლინება არ გამოგვეპარება. საკუთარ მეუღლეებს ვღალატობთ, ვმრუშობთ, მაგრამ წუხილს გამოვთქვამთ: “არ სჯობდა ეს შეკრება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ჩაგვეტარებინა”.

ჩვენი ტოტალური ფარისევლობა, მცირემორწმუნეობა და მართლმადიდებლობას ამოფარებული ურწმუნოება – ეს არის ლუციფერის სიძლიერე საქართველოში და არა მისი დასუსტებული ლეგიონის. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ საკუთარ ინდივიდუალურ ამპარტავანებას დავძლებთ და კვირას, სულ რომ კოკისპირული წვიმა იყოს (და მით უმეტეს, თუ იქნება) ჩვენ საკუთარ ამბიციებს გადავაბიჯებთ “რესპუბლიკის” მოედანზე და უფალს და ერთმანეთს დავანახებთ იმ რაოდენობას და ერთსულოვნებას, რის გამოც ჩვენი გადარჩენა და გაძლიერება ჯერ კიდევ ღირდეს. ანუ…მოვდივართ?”

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved