კალიფორნიის სანაპიროსთან მდგარ საკრუიზო ლაინერ Grand Princess-ზე კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.
„ტესტირება ლაინერის ბორტზე მყოფ 46 ადამიანს ჩაუტარდა და კორონავირუსი მათგან 21-ს დაუდასტურდა“, – განაცხადა პენსმა.
ოპერატორი კომპანიის ინფორმაციით, Grand Princess-ის ბორტზე 54 ქვეყნიდან 3533 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2422 მგზავრია, 1111 კი ეკიპაჟის წევრი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობამ 102 ათასს გადააჭარბა.
კომენტარები