• რეკლამა
  • კონტაქტი
18:49, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საკმაოდ დიდი პარტია გაქვთ და ფიზიკურად რომ ხალხს ჩაენაცვლოს…”; “13 წელია გარეთ ვდგვართ, გვიჭერდნენ გვცემდნენ, გვაკავებდნენ და ჩანაცვლება არავისთვის გვითხოვია” – ლაშა ბუღაძე და ანა წითლიძე

ალია ავტორი - ალია
22:47 02-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
817

მწერალი, ლაშა ბუღაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას ინტერვიუს ეხმაურება და წერს:

ალასანიას ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო შოკში ჩამაგდო სიტუაციური კარიერისტების და უპასუხისმგებლო პოლიტიკანების “კატის მეხსიერებამ” – ინდულგენცია რომ გახდა ახლა ივანიშვილის ოპონირება და წლების წინ კი მისი ძალაუფლების არმხილება და განმტკიცება რომ იყო ქცევის ნორმა. ამჟამინდელი და ტრადიციულად ანტიქოცური ოპოზიციის წარმომადგენლები ნიშნისგებით ბრაზობენ – ჩვენ ვიბრძოდით და ოპოზიციად ახლა ეგენი ითვლებიანო.

ჰოდა, ჩვენო ძვირფასებო, უპასუხისმგებლოებო, ნაწყენებო, ფულით ნაყიდნო, გადაგდებულნო თუ გაუყიდავებო, ახლა ყველა ერთ დიდ უბედურებაში ვართ და ის მაინც გააკეთეთ, რომ ყოველ საღამოს რუსთაველის გადაკეტვაში მიეშველოთ ხალხს! ფიზიკურად მაინც დადექით, რადგან სხვა თქვენგან არც არაფერია უკვე საჭირო და ეს მაინც იკისრეთ – ერთი საათია საჭირო, მეტი არა! ძველო ქოცებო – ექს-მინისტრებო და დეპუტატებო, მოდით და მიეშველეთ ხალხს პროტესტის უწყვეტობაში, დადექით ქუჩაში! ამჟამინდელო ოპოზიციურო პარტიებო – კაცებო და ქალებო, – ფეისბუქზე პოსტვას და ვინ უფრო მორალურია, მანდ შეჯიბრს, მოდით და დაეხმარეთ ხალხს ფიზიკურად (!), თქვენი ტანებით და სამი-ოთხი ნაბიჯის გადადმით ტროტუარიდან პროსპექტამდე. ბოლო კვირებში ვისაც ვხედავ, ან ჩემი ფეისბუქ-ბაბლია, ან ნაცნობ-მეგობარი, ან ოჯახის წევრი (აგერ მამაჩემიც დააჯარიმეს გუშინ, რაკი 28 ოქტომბრიდან ქუჩაში დგას), ანდაც ჩემი კოლეგები და ჟურნალისტები. და რაც მთავარია, მაუწყებლიდან მარშით მოსული ახალგაზრდები!

თუ ვამბობთ, რომ პროტესტის უწყვეტობა მნიშვნელოვანია რუსთაველზე – და ნამდვილად არის! – მოდით! ჩაენაცვლეთ! ჩამოდით! გადით! რატომ არ დგანან აქ ყოველ საღამოს პარტიების წევრები? რატომ არ დგანან ექს-ქოცი მოხელეები, ბევრს რომ ლაპარაკობენ ახლა! მოდით და გადაკეტეთ გზა – ხალხს აჯარიმებენ თქვენი პასიურობის გამო! სხვამ უნდა გააკეთოს თქვენი საქმე და სხვამ უნდა გამოასწოროს თქვენს მიერ გაფუჭებული?! აღარ გამოვა ასე!

ლაშა ბუღაძეს, კომენტარებში, ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ანა წითლიძე პასუხობს.

ანა წითლიძე:

ოპოზიციურ პარტიებში ვის გულისხმობ არ ვიცი ლაშა მაგრამ ჩვენ პარტიის წევრი და ლიდერი არ დაგვრჩა ჯარიმა რომ არა აქვს ისეთი. არავინ არავის არ ამუნათებს და არავინ არავისზე არაა ნაწყენი, უბრალოდ 9 წლის წამოძახება რომ არ დასრულდა არასოდეს ნაცებზე მაგის პასუხია ალასანიას ინტერვიუს კომენტირება. თორემ ნაცები 13 წელია წინა ხაზზე ვართ ამ ბრძოლის და ვიქნებით სანამ ბიძინას არ მოვიშორებთ. ახლაც ყველაზე მეტი დაჯარიმებული და ადმინისტ პატიმრობებით ჩვენ გვყავს და ახლებს. გია ხუხაშვილი აქციაზე არასოდეს მინახავს გზას კეტავდა, ან ბესელია ან ხიდაშელი თორემ ბატონ ბატონ გია ბუღაძეს ყოველ ღამე ვხედავ მანდ:)
ლაშა ბუღაძე:
ანი, საკმაოდ დიდი პარტია გქონდათ თუ გაქვთ და ფიზიკურად რომ ხალხს ჩაენაცვლოს და მხარში დაუდგეს 30-40 ადამიანი მაინც ყოველ საღამოს გაყინულ ხალხს, რომლებიც როგორც არ უნდა გვწყინდეს ამის აღიარება, დღითი-დღე ცოტავდება ფიზიკურად რუსთაველზე (თორემ ქოცის მოწინააღმდეგე უმრავლესობაა ამ ქვეყაბაში), ყველაზე ფუნქციური იქნება.
ანა წითლიძე:
არაფერი არ გვწყინს ლაშა, ჩვენ შეჩვეული ვართ ჩვენს უსამართლო ჯიჯგვნას. ჩვენი პარტიის წევრები ყოველ ღამე მანდ დგანან, 40/50 მეტიც. პირველივე დღიდან დღემდე ასე ვართ და ძალიან არასამართლიანი პრეტენზიაა ეს ჩვენთან. თუ ჩვენ გვგულისხმობ ამ სტატუსში. არა ნაცებს რომ იძახიან ან ნაცები უდრის ქოცებს – ისინი კი არიან ღირსი მანდ საერთოდ არ ვიდგეთ მაგრამ მიუხედავად ამისა დღე არ ჩაგვიგდია რადგან ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ამ რეჟიმს ერთობის გარეშე რომ ვერ დაამარცხებს ვერავინ. ყველაზე მეტი დაჯარიმებული და დაკავებული ჩვენ გვყავს და კიდევ უფრო მეტი რომ გვჭირდება ბრძოლისთვის გასაგებია მაგრამ ჩვენსკენ თითის გამოშვერა ძალიან არასწორია. პროტესტის გამრავალფეროვნებაზე და ყოველდღიურ გაბევრებაზე რომ პასუხისმგებლობა ყველასი ერთია ამაზე მსჯელობა პროცესს ნამდვილად სჭირდება მაგრამ არა ამ ფორმით. კი ბატონო, ნაცების იმედად რატომ არიან ყოფილი ქოცები გამოვიდნენ და გადაკეტონ გზა ტვეებიდან რომ გვმოძღვრავენ, ჩვენ კი გვაჯარიმებენ და გვიჭერენ. ისე 13 წელია გარეთ ვდგვართ, გვიჭერდნენ გვცემდნენ, გვაკავებდნენ და ჩანაცვლება არავისთვის გვითხოვია. იგივე გაიარა ჩვენმა ამომრჩეველმა და არც მათ უთხოვიათ მსგავსი, მანდ დგას ახლაც რუსთაველზე. ამიტომ ყველას ერთ ჯამში მოთუმეტეს ჩვენ ყველაზე რეპრესირებულ და მებრძოლ ხალხს ეს 13 წელი ნუ მოგვხარშავ შენი ჭირიმე. ჩვენ არ გვაკლია რუსთაველზე დგომა და ბრძოლა. შენი რეაგირება უსამართლობაზე ვიცი, არა მხოლოდ ჩვენს მიმართ, ზოგადად და ამას ძალიან ვაფასებ. უბრალოდ როდესაც ოპოზიციას სრულად ახსენებ ჩვენც ვიგულისხმებით და ჩვენ ყველაზე ნაკლებად ან არ გვეხება ეგ პრეტენზია. ექს ქოცებს თუ გულისხმობ რაც ქვევით კომენტარებში უფრო ჩანს მაგაში მოგყვები და უფრო მეტიც, ყველამ უფრო მეტი უნდა რომ ვქნათ ერთად მაგაშიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved