• რეკლამა
  • კონტაქტი
05:24, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახლში შემოდის თუ არა, კარს ხურავს, ნაგვის გადაყრას ვერ დაასწრებ, სტუმარს ჩანთას ჩამოართმევს და მოაქვს… ” – გაიცანით რაჭველი “ბობო” გასაოცარი უნარებით

ალია ავტორი - ალია
11:20 12-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

თე­მურ გუ­გე­შაშ­ვი­ლი და მისი ოჯა­ხი ონში აგ­რო­ტუ­რიზმს მის­დევს. მათ ეზო-კარს ტუ­რის­ტე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან სტუმ­რო­ბენ, ვის­თვი­საც გუ­გე­შაშ­ვი­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩე­ბიც კი არი­ან.

ბა­ტო­ნი თე­მუ­რი ხეზე მხატ­ვრუ­ლი კვე­თის ოს­ტა­ტია, ონის სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში ას­წავ­ლის. სკო­ლა­ში, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც მისი მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნეა…

ამ ოჯა­ხის გა­სა­ო­ცარ და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლად მდი­დარ ეზო-კარ­ზე ბევ­რის თქმა შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მხო­ლოდ მათ უგო­ნი­ე­რეს ოთხფე­ხა მე­გო­ბარ “ბომ­ბო­რა­ზე“ შევ­ჩერ­დე­ბით. მსგავ­სი ჭკვი­ა­ნი ცუგა მარ­თლა იშ­ვი­ა­თია. ოჯახს ადა­მი­ა­ნი­ვით უდ­გას გვერ­დით, უამ­რავ საქ­მე­ში ეხ­მა­რე­ბა. ამ გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბის გამო მას რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, ისე უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბიც კარ­გად იც­ნო­ბენ, რად­გან კე­თი­ლი “ბო­ბოს“ ამა­გი ბევ­რს ახ­სოვს… თე­მურ გუ­გე­შაშ­ვი­ლი “AMBEBI.GE“-ს ახლა მის სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ებს უამ­ბობს.

– ლეკ­ვი იყო, თან, ძა­ლი­ან სუს­ტი, რომ მა­ჩუ­ქეს. შე­რე­უ­ლი ჯი­შია – მამა “ავ­ჩარ­კა“ ჰყავ­და, დედა – “რაჭ­ვე­ლი“ (იცი­ნის)… მას მერე 10 წელი გა­ვი­და. და­ბა­დე­ბის დღე სწო­რედ, 3 კვი­რის წინ ჰქონ­და. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ძეხ­ვის ტორ­ტი გა­უ­კე­თა.

– სა­ო­ცა­რი უნა­რე­ბი ჰქო­ნია, ქცე­ვე­ბით ყვე­ლას აო­ცებს. ასე რო­გორ გაწ­ვრთე­ნით?

– ვცდი­ლობ­დი, მის­თვის თა­ვი­დან­ვე რა­ღა­ცე­ბი მეს­წავ­ლე­ბი­ნა. მინ­დო­და, გა­ე­გო, მის­გან რას მო­ვი­თხოვ­დი.

– რა გინ­დო­დათ, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა?

– მა­გა­ლი­თად, სახ­ლში რომ შე­მო­ვი­დო­და, კარი და­ე­ხუ­რა. ამას ვე­უბ­ნე­ბო­დი და ვაჩ­ვე­ნებ­დი კი­დეც, რო­გორ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ახლა შე­მო­დის თუ არა, კარს ხუ­რავს. თუ და­ა­ვი­წყდა, ვსაყ­ვე­დუ­რობ – რა­ტომ არ და­ხუ­რე-მეთ­ქი? გარ­ბის და ხუ­რავს…

ნაგ­ვის გა­დაყ­რას ვერ და­ას­წრებ – ვედ­რო ამან უნდა წა­ა­ცუნ­ცუ­ლოს ბუნ­კერ­თან და და­დოს. იმ დროს როცა მი­დის, თუ ვინ­მემ და­ი­ნა­ხა და ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია, იპ­რან­ჭე­ბა. სულ პრან­ჭვა-გრე­ხით მი­ძუნ­ძუ­ლებს. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო სა­ყუ­რე­ბე­ლია…

ზამ­თარ­ში ოთახ­ში შეშა შე­მო­აქვს…

ბა­ტე­ბი კვერ­ცხებს რომ დე­ბენ, მა­ლა­ვენ, ჰოდა, ადრე დავ­დი­ო­დი და და­ვე­ძებ­დი ხოლ­მე. “ბობო“ მეხ­მა­რე­ბო­და, პო­უ­ლობ­და და ჩემ­თან მოჰ­ქონ­და…

ერთხელ ავა­რი­ა­შიც მოყ­ვა, მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და და­ზი­ან­და. ექიმ­მა წამ­ლე­ბი და­უ­ნიშ­ნა, ნემ­სებს ვუ­კე­თებ­დი. სა­ერ­თოდ, ძაღ­ლებს ნემ­სე­ბი არ უყ­ვართ, როცა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკე­თე­ბენ, იმა­ლე­ბი­ან, ან გარ­ბი­ან. ამას რომ და­ვუ­ძა­ხებ­დი, – ნემ­სის გა­კე­თე­ბის დროა, ამო­დი-მეთ­ქი, ოთახ­ში ამო­ვი­დო­და, დაწ­ვე­ბო­და და ამით მა­ნიშ­ნებ­და, გა­მი­კე­თეო…

– მგო­ნი, ლა­პა­რა­კის გარ­და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს…

– კი, ასეა… სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გვაქვს, სტუმ­რე­ბი მთა­ში რომ მი­დი­ან, კა­ლა­თით საჭ­მელს ვა­ტანთ ხოლ­მე. როცა ბრუნ­დე­ბი­ან, კალთს მზა­რე­ულ­თან ტო­ვე­ბენ. ერთ-ერ­თმა ტუ­რის­ტმა არ შე­მო­ი­ტა­ნა და ეზო­ში და­ტო­ვა. ეს მი­ვი­და, და­ა­ჩერ­და კა­ლათს, გარ­შე­მო დიდ­ხანს უტ­რი­ა­ლა, ბო­ლოს აიღო და მზა­რე­ულს მი­უ­ცუნ­ცუ­ლა.

ისე კი არ არის, რომ მხო­ლოდ ბრძა­ნე­ბას მის­ცემ და ას­რუ­ლებს, თა­ვი­სი­თაც ბევრ რა­მეს აკე­თებს, თვი­თონ მო­ი­ფიქ­რებს ხოლ­მე.

ეზო­ში მან­ქა­ნით არ შე­მოვ­დი­ვარ, ვიწ­რო გა­სას­ვლე­ლია, მაგ­რამ ერთხე­ლაც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იყო, რა­ღაც უნდა წა­მე­ღო. მოკ­ლედ, წინ პლასტმა­სის 20-იანი დამ­ხვდა, ვი­ფიქ­რე, – ახლა მან­ქა­ნა უნდა გა­ვა­ჩე­რო, ჩა­მო­ვი­დე, ავი­ღო ეს ჭურ­ჭე­ლი, სი­მარ­თლე გი­თხრათ, და­მე­ზა­რა. რად­გან “ბობო“ მომ­ყვე­ბო­და, სხვლა შე­ვა­ნე­ლე და ვუ­თხა­რი – ჩა­მოს­ვლა მე­ზა­რე­ბა და ის 20-იანი მო­მა­ცი­ლე-მეთ­ქი. კბი­ლე­ბით ჩა­აფ­რინ­და და სხვა ად­გი­ლას გა­და­ი­ტა­ნა – გზი­დან მო­მა­ცი­ლა.

– ადა­მი­ა­ნი­ვით გვერ­დით გიდ­გათ…

– კი… ერთხე­ლაც რას ვხე­დავ, – 15 ქა­თა­მი უკა­ნა ეზო­ში ყელ­გა­მოჭ­რი­ლი ყრია – კვერ­ნას და­უ­ხო­ცავს. ეს რა არის “ბობო“? რას მი­კე­თებ-მეთ­ქი? და­ღონ­და, თავი და­ხა­რა. მერე და­ბალ ღო­ბე­ზე გა­დახ­ტა და ტყის­კენ გა­იქ­ცა. ვი­ნერ­ვი­უ­ლე – სად წა­ვი­და-მეთ­ქი? 2 სა­ა­თის შემ­დეგ ფან­ჯრი­დან გა­ვი­ხე­დე და რას ვხე­დავ, – მკვდა­რი კვერ­ნა უდევს მი­წა­ზე, ზედ თათი და­უ­დევს და დას­ცქე­რის…

მა­გის და­სა­ნა­ხად ქა­თამს ვერ დავკლავ, და­ი­ნა­ხავს, თუ არა, ოთახ­ში შერ­ბის, აღარ გა­მო­დის ან თავ­ლებ­ზე თა­თებს აი­ფა­რებს. ამი­ტომ როცა ქა­თამს ვკლავ, “ბო­ბოს“ ვა­ბამ, რომ არ და­ი­ნა­ხოს, თო­რემ სა­ში­ნე­ლი გა­ბუტ­ვა იცის.

– ვინ­მეს მას­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა ხომ არ უფიქ­რი?

– რა­ღაც ეპი­ზო­დე­ბი არის გა­და­ღე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, მარ­ნი­დან ღვი­ნო რომ მო­აქვს და ასე­თე­ბი… ფილ­მი არა­ვის გა­და­უ­ღია…

სტუ­მა­რი რომ მო­დის და პარ­კი ან ჩან­თა მო­აქვს, ჩა­მო­არ­თმევს და მი­ა­ცუნ­ცუ­ლებს იქ, სა­დაც სტუ­მა­რი უნდა შე­ვი­დეს. მი­ტა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა. უხა­რია, თუ ვინ­მე და­ა­საქ­მებს. თუ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს, ძა­ლი­ან სწყინს.

– წე­რი­ლე­ბი და­აქვს სახ­ლი­დან სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­შიო, მარ­თა­ლია?

– “ფოს­ტა­ლი­ო­ნია,“ კი… რა­ღა­ცას რომ ვა­კე­თებ და იქვე რა­ი­მე ია­რა­ღი არ აღ­მოჩ­ნდე­ბა, მე­უღ­ლეს ვუ­რე­კავ, – “ბო­ბოს“ ვაგ­ზავ­ნი და გა­მო­ა­ტა­ნე-მეთ­ქი – ვე­უბ­ნე­ბი. ესეც მი­დის და მო­აქვს. მე­უღ­ლეც ასე­ვე აგ­ზავ­ნის ჩემ­თან, თუ რა­ი­მე უნდა, რომ მი­უ­ტა­ნოს…

– ძაღ­ლი რომ ასე­თია, თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რო­გორც იტყვი­ან – ძაღ­ლი პატ­რონს ჰგავ­სო… მგო­ნი, რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გაწ­ვრთნის მე­თო­დი აღ­მო­გაჩ­ნდათ…

– პა­ტა­რა, ხომ გე­უბ­ნე­ბით, ძა­ლი­ან სა­წყა­ლი იყო. ვინც მა­ჩუ­ქა, 2 კვი­რის მერე რომ და­მი­რე­კა და მო­ი­კი­თხა, გა­უკ­ვირ­და, რომ ვუ­თხა­რი ცო­ცხა­ლია-მეთ­ქი.

მოკ­ლედ, “ბო­ბოს­თან“ ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე… ვხუმ­რობ ხოლ­მე, – პე­და­გო­გი­უ­რი იმი­ტომ და­ვამ­თავ­რე, რომ ამან გა­მი­მარ­თლა-მეთ­ქი…

– მას­თან ერ­თად, უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის პე­და­გო­გიც ხართ, რომ­ლებ­საც სკო­ლა­ში ხის მხატ­ვრუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბას ას­წავ­ლით და ისი­ნიც გი­მარ­თლე­ბენ…

– კი, მოს­წავ­ლე­ე­ბიც კარ­გე­ბი არი­ან და ეს სა­სი­ხა­რუ­ლოა მარ­თლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved