• რეკლამა
  • კონტაქტი
04:56, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახლის ჩხრეკის ყალბი ოქმი (?) – მოწმე პოლიციელი და მოსამართლე სხდომაზე ერთდროულად ყვიროდნენ

ალია ავტორი - ალია
14:36 06-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

ხმაური ნიკა კაციას პროცესზე – სინდისის პატიმრის სასამართლოზე მისულმა მოწმე გამომძიებელმა, რომელმაც პატაკი შეადგინა და მიუთითა, რომ კაციას სახლში ჩხრეკა ჩატარდა, დღეს სხდომაზე ამტკიებდა, რომ ბრალდებულის სახლში საერთოდ არ შესულა და ჩხრეკა არ ჩაუტარებია.

ცნობისთვის, გამოძიება ნიკა კაციას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება

გამომძიებელ ემილ კუპრავას სხდომაზე კითხვებს უსვამდა ნიკა კაციაც, პოლციელი გაღიზიანდა და პატიმარს ყვირილი დაუწყო. მხარეების გასაჩუმებლად საქმეში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილიც ყვირილით ჩაერთო.

ტვ პირველის ცნობით, პოლიციელი დღეს ირწმუნებოდა, რომ ნიკა კაციას სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად მართლა მივიდა, თუმცა გასაღები დაუზიანდა, რის შემდეგაც სახლში შესვლა გადაიფიქრა.

მოწმე პოლციელი: იქ რომ გასაღები გატყდებოდა და ბინაში შესვლა ვერ მოხერხდებოდა, ეს საერთოდ არ ყოფილა მიღებული მხედველობაში. ეს მოხდა ისე, შემთხვევით. შეიძლებოდა თქვენც გაგტეხვოდათ ის გასაღები. 

დავაკაკუნეთ, ქალბატონმა გვიპასუხა. სცადეს გაღება კარის, კარი ვერ გაიღო, ვეერ. სავარაუდოდ, გასაღები ჩატყდა. ვერ მოხერხდა ვერანაირად შესვლა და წამოვედით უკან. სამაშველო სამსახურის გამოძახება არ იქნებოდა პრობლემა… ჩვენი მიზანი იყო მტკიცებულებების ამოღება და იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი შიგნით ბრძანდება, ის გაანადგურებდა ამ მტკიცებულებას და აზრს დაკარგავდა გადაუდებელი აუცილებლობის ჩატარება. არ გამოგვიძახია სამაშველო სამსახური, აზრი არ ჰქონდა, განადგურებული იქნებოდა ნივთმტკიცება და არ დავაზიანეთ კარი. 

ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved