• რეკლამა
  • კონტაქტი
02:54, ორშაბათი, 2 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახლიდან მუშაობა ვირუსის შემდეგ ნორმად იქცევა

ალია ავტორი - ალია
16:13 05-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

გუშინ, 21 მაისს, ფეისბუქმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამუშაო ძალის დისტანციურ მუშაობაზე ხანგრძლივი დროით გადავა. მიმდინარე კვირას კი ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდენი 4 დღიანი სამუშაო კვირისა და მეტი დასვენების დღის შემოღების იდეით გამოვიდა, რითიც, მისი თქმით, ეკონომიკის სტიმულირება და შიდა ტურიზმის განვითარება უნდა მოხდეს.

მსოფლიო პანდემიის შემდეგ ოფისები თანდათან იხსნება და დამსაქმებლები შრომის ახალი და მოქნილი ფორმების დამკვიდრებაზე  ფიქრობენ.

ფეისბუქის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა თანამშრომლებს აცნობა, რომ ივლისიდან კომპანია დისტანციურად მომუშავე თანაგუნდელებს დაიქირავებს. ცუკერბერგის თქმით, ის ელის, რომ მომდევნო 5, 10 წლის განმავლობაში ფეისბუქის თანამშრომელთა ნახევარი ოფისში აღარ იმუშავებს და დისტანციურად შეასრულებს საქმეს.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ოთხდღიანი სამუშაო კვირის იდეის წარდგენისას განაცხადა, რომ ასე შრომა გადაწყვეტს სამსახურისა და პირადი ცხოვრებისთვის საჭირო დროის ბალანსის საკითხსაც.

გასულ წელს იაპონიაში ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა სატესტო რეჟიმში ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი და სამუშაო ძალასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომა წლის ბოლოს კომპანიამ წარმატებულად შეაფასა, როგორც წარმოების ასევე თანამშრობლებთან ურთიერთობის და უკუკავშირების თვალსაზრისით.

კადრების ექსპერტები დადებითად აფასებენ როგორც სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას, ასევე ოთხდღიან სამუშაო კვირას, როგორც ოფისებში მასობრივად დაბრუნების ალტერნატივას.

,,ასეთი მიდგომა ძალიან დაეხმარებოდა დასაქმებულებს დროის ბალანსში სამსახურსა და ცხოვრებას შორის, განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებსაც სრულ განაკვეთზე მუშაობა არ შეუძლიათ, ახალგაზრდა დედებს, მშობლებს, რომლებმაც მეტი დრო უნდა გაატარონ შვილებთან / მოუარონ ხანდაზმულ მშობლებს. თუ Covid 19-ის შემდეგ დამსაქმებლები დაიწყებენ მსგავსი მიდგომებით კადრების დასაქმებას, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადამიანური რესურსების მართვის საქმეში“, – ამბობს BBC-სთან სინგაპურის კადრების კონსულტანტი ალინ იბრაჰამი.

დისტანციურ სამუშაოზე გადასვლა საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს გადაიაზრონ ოფისიდან დასაქმებულთა მუშაობის ხარჯებიც.

სხვადასხვა ოფისების კონსოლიდაციას გეგმავს კომპანია Mastercard-იც და აშშ-ს ტერიტორიაზე დისტანციურად მომუშავეთა ჰაბის შექმნის იდეას განიხილავს.

2020news

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!
ახალი ამბები

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!

17:51 05-31-2025
რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved