• რეკლამა
  • კონტაქტი
02:00, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამი პირი ამხილეს

ალია ავტორი - ალია
10:55 06-14-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს რეგიონში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს დახმარების სახით აგრო ბარათებზე საშუალოდ ურიცხავდა 100-დან 1 500 ლარის ოდენობის შესაბამის ქულას.

დანაშაულში მხილებული პირები თავის მხრივ წარმოადგენდნენ მეწარმეებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროგრამაში და ევალებოდათ სახელმწიფოს მიერ ფერმერებისთვის გადაცემულ აგრო ბარათებზე დარიცხული ქულების სანაცვლოდ, მოქალაქეებზე მოეხდინათ შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის რეალიზაცია.

ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული მეწარმეები, ადგენდნენ ყალბ საანგარიშსწორებო დოკუმენტებს საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რის შემდეგაც მოქალაქეებს ხელზე აძლევდნენ ბარათზე არსებული ქულების ღირებულების დაახლოებით 70-80 %-ს, ხოლო სახელმწიფოსგან მოტყუებით იღებდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აგრო ბარათებით თითქოსდა რეალიზებული საქონლის ღირებულების 100 %-ს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენისა და სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved