• რეკლამა
  • კონტაქტი
00:35, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფო კორონავირუსს ებრძვის, სხვა პაციენტები კი ყურადღების მიღმა დარჩნენ – ვატო სურგულაძე

ალია ავტორი - ალია
20:36 09-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

“ლელოს” ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი,  ვატო სურგულაძე საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ პრობლემებს შეეხო და დეტალურად ისაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკაზე. 


ვატო სურგულაძის თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის ჯგუფი  გადაერთო კორონავირუსთან ბრძოლაში და დაავიწყდათ  სხვა დაავადებების მქონე პაციენტები, რომლებსაც მედიკამენტები სჭირდებათ და დღითიდღე უძვირდებათ. 


სურგულაძემ მედიკამენტების უკიდურესად გაზრდილი და უკონტროლო ღირებულებისა და  არსებული პოლიტიკის გამო სახელმწიფო გააკრიტიკა. 
“საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედიკამენტების ღირებულება გაზრდილია 25%-ით. თუ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტს 100-150 ლარის ფარგლებში შეეძლო, ეყიდა ერთი თვის სამყოფი აუცილებელი წამალი, დღევანდელი ფასებით მას ეს მედიკამენტი ერთი კვირაც არ ჰყოფნის.ათიათასობით ჩვენი მოქალაქე იძულებულია, ოჯახის მინიმალური შემოსავალი სიცოცხლისათვის აუცილებელ მედიკამენტზე დახარჯოს, ან თავი გაანებოს მისთვის აუცილებელი მედიკამენტის მიღებას. საუბარია მედიკამენტებზე, რომლის არასისტემატურმა ან შემცირებული დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი დამძიმება ან უეცარი სიკვდილი. უნდა ითქვას, რომ ამჟამად ქვეყანაში ფუნქციონირებს ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამა. მისი ამოცანაა, უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი, შშმ პირები და პენსიონერები. გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა, (ინსულინი და პარკინსონის მედიკამენტები) უმრავლეს შემთხვევაში „სხვადასხვა მიზეზების“ გამო ბენეფიციარი ვერ იღებს მისთვის განკუთვნილ მედიკამენტს,” – განაცხადა ვატო სურგულაძემ. 
მისივე განმარტებით, ლარის გაუფასურებამ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის შენარჩუნებისათვის იძულებული არიან, ყოველდღიურად მიიღონ რამდენიმე დასახელების მედიკამენტი.

“ლელოს” გუნდს მარშალის გეგმაში დეტალურად აქვს გაწერილი, როგორ უზრუნველყოს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები უფასო მედიკამენტებით, დანარჩენი მოსახლეობა კი – ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მედიკამენტებით: 
1. მინიმუმ 30%-ით გავაიაფებთ მედიკამენტებს. 

1.1. გავხსნით ბაზარს ხარისხიანი მედიკამენტებისათვის.

1.2. დავიცავთ ბაზარს კარტელური გარიგებებისაგან და მონოპოლიებისაგან.

1.3. გავამკაცრებთ ხარისხის კონტროლს.

2. ავამუშავებთ სარეცეპტო სისტემას. ის, რაც უნიათობის ან კორუფციის გამო ვერ ან არ შეძლო ოცნების მთავრობამ. 

3. ქრონიკული დაავადების დროს პაციენტისათვის უფასო იქნება ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტი. მაგრამ დრო არ ითმენს, ამიტომ მთელი კატეგორიულობით მივმართავთ მთავრობას, სასწრაფოდ გაატაროს განსაკუთრებული ზომები:


“ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფის წევრების განცხადებით:

1. პირველ რიგში, უნდა გამკაცრდეს კონტროლი ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამაზე. 

2. უმოკლეს დროში პასუხი გაეცეს კითხვას, რატომ ვერ მიდის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი ბენეფიციარამდე.

3. კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე – პროგრამის გაუმართაობასთან თუ რაიმე კორუფციულ მაქინაციებთან.

4. უზრუნველყოფილ იქნას უმუშევრად დარჩენილი ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეების ჩართვა უფასო მედიკამენტების პროგრამაში.

თეგები: ვატო სურგულაძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved