• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
20:41 01-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლითაც აღნიშნული უწყების გაუქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

“დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა.

ცხადია იმ ფონზე, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ,,რეფორმა” განხორციელდა დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სფეროს სპეციალისტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გარეშე და მისი დაჩქარებული წესით განხილვა ვერ დაასაბუთა საქართველოს პარლამენტმა; იმ ფონზე, როდესაც არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად არის ცნობილი არჩევითი თანამდებობების გაუქმება; იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას პასუხი ვერ გაეცა ვერცერთ მნიშვნელოვან კითხვას; იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტები არ/ვერ აძლიერებს ორ ახლადშექმნილ სამსახურს და ვერ ქმნის მათი ხელმძღვანელების დამოუკიდებლობის გარანტიებს; იმ ფონზე, როდესაც კანონი მიღებული იქნა საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების შეუთავსებლობის მოტივით, თუმცა სამსახურისთვის არავის უკითხავს თავსდებოდა თუ არა ეს ორი ფუნქცია ერთმანეთთან ან რა გამოწვევები იყო ამ ორი ფუნქციის ერთად განხორციელების პროცესში; იმ ფონზე, როდესაც ახალ საგამოძიებო სამსახურს არ დაუმატეს არცერთი ქმედითი მექანიზმი სამოხელეო დანაშაულების ეფექტიანად გამოსაძიებლად და არ გაითვალისწინეს არცერთი ის გამოწვევა, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიუთითებდა თავის ანგარიშებში; იმ ფონზე, როდესაც ახალი კანონით არ უმჯობესდება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონპროექტი 2 წელზე მეტია საქართველოს პარლამენტის მიერ განუხილველია; იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას მოყვა უმკაცრესი შეფასებები როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაშიც კი აღნიშნულია, რომ მიუღებელია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციების და სათანადო დისკუსიის გარეშე და მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდი პრეცედენტია, 6 წლის ვადით არჩეული დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი პირის სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მაშინ როდესაც, საქართველოს პრეზიდენტი თავად აღნიშნავს, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება – არსებობდა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნულ კანონზე ვეტოს დადების მოლოდინი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ვეტოს დაძლევის თაობაზე, გამოთქმული იყო მყარი პოზიცია, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებისა და არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის მეტი სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფისთვის. ამასთან, მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდგომ, პარლამენტს ექნებოდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო და გადაესინჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რათა, ფართო დისკუსიის საფუძველზე განეხორციელებინა რეალურ რეფორმაზე ორიენტირებული კანონის მიღება.

აღნიშნული კანონის მიღებითა და ძალაში შესვლით, საქართველოში გაუქმდა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც მისი შექმნის დღიდან ორიენტირებული იყო ადამიანის უფლებების დაცვაზე და რომელმაც, შეზღუდული საკანონმდებლო, ადამიანური და ფინანსური რესურსის, სახელმწიფო უწყებების მხრიდან თანამშრომლობის დაბალი ხარისხის პირობებშიც კი შეძლო – აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტის მიმართ, კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების გზით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved