• რეკლამა
  • კონტაქტი
11:44, ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის ყველა თანამშრომელი თავისუფლდება აღდგენის და რეზერვში ჩარიცხვის უფლების გარეშე – კანონპროექტის დეტალები

ალია ავტორი - ალია
14:07 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდება როგორც სახელმწიფო ინსპექტორი, ასევე მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები.

1-ელი მარტიდან შრომითი ურთიერთობები უწყდებათ და სამსახურიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები. ამავე პროექტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებზე “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მობილობის წესი არ გავრცელდება. მათ არ ექნებათ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული პირები შეიძლება მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხონ.

ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია, მათთვის 2022 წლის 1-ელი მარტიდან 3 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ, კომპენსაციის მიცემა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

თეგები: ლონდა თოლორაიაქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება

11:46 11-18-2025
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება

10:42 11-18-2025
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved