• რეკლამა
  • კონტაქტი
22:49, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახელმწიფო იმოქმედე!” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:57 11-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი:

“კლინიკების ასოციაცია, რომელიც სერიოზულად ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციურ დღის წესრიგში, დღეს საოუცრად უტიფარ განცხადებას აკეთებს და ექიმებსა და კლინიკებს მოუწოდებს, საჭიროების შემთვევაში არ უმკურნალონ პრეზიდენტს (სალომე ზურაბიშვილს), პრემიერ მინისტრს, მინისტრებსა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი კლინიკაში, ან უფრო მეტიც სანამ არ იქნება განთავისუფლებული ციხიდან!

გასაგებია, რომ სააკაშვილს არც თუ ისე ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, არც თუ ისე ცოტა ადამიანი ამართლებს იმ ჩადენილი დანაშაულებიბის გამო, და უფრო მეტიც ალბათ გულში იძახიან სწორედ შვრებოდა თუ ხალხს აწამებდა და იმ ქვეყნად ისტუმრებდაო. მაგრამ ერთი კია, რომ ბევრი მაგრამ არსებობს: ექიმების სახელით მოსაუბრეებს ჰიპოკრატეს ფიცის შესახებ თუ გაგიგიათ? ან ღვთის არ გეშინიათ?

თქვენთვის სააკაშვილი დამნაშავე არ არის, საქართველოს სასამართლო და ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლო დამნაშავედ მიიჩნევს! სააკაშვილი არავის ძალით არ ჩამოუყვანია, შემოიპარა, დააკავეს, ციხეში მოათავსეს, შიმშილობაც თვითონ დაიწყო … და ახლა ქვეყანას აწრიალებთ, არიქა შიმშილობს, არიქა ცუდად არის, არიქა …

თვითონ კი დღე არ გავა ახალ რევოლუციურ სცენარს არ ანონსებდეს, თუ შიმშილობს იშიმშილოს, თუ არადა ან შეწყვიტოს შიმშილობა და თავის მსჯავრს დაელოდოს, და მოიხადოს სასჯელი, თან გაასაჩივროს…

ისე, კი დროა ხელისუფლებამაც გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა სვამს ან არ სვამს , რას ჭამს ან არ ჭამს, რა მედიკამენტებს ღებულობს და ასე შემდეგ ! უკვე დიდი ხანია დადგა ის დრო, როცა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, და იცოდეს საზოგადოებამ ვინ ვინ არის, და ვინ, რას და რატომ შვება! ან კანონით იმოქმედეთ ან გამოაცხადეთ, რომ დამნაშავეების, ამრევების, ცილისმწამებლების, პროვოკატორების და სხვების დასჯა არ შეიძლება, ოღონდ ნურც ამერიკას და ნურც ევროპას ნუ დააბრალებთ, მოგიტრიალდებათ ეს უკანასკნელები და მოკლედ და პირდაპირ ჰკითხეთ მათ ქვეყნებში ასეთ დანაშულებში ბრალდებულებს როგორ ექცევიან?!

ტელე-მედიას სახელით მოქმედ დეზინფორმატორებს როგორ ექცევიან ?! სააკაშვილის და მისი მომხრეების დღის წესრიგით ხომ არ უნდა იცხოვროს მთელმა ქვეყანამ? დამნაშვეა დასჯეთ, ზედ მიაყოლეთ წვრილ-წვრილი მის მომხრეებიც თუ დანაშაული აქვთ ჩადენილი, თუ არადა ყოველდღე ამათ უშნოდ დადგმულ სპექტაკლებს მტერმა უყურა. სახელმწიფო იმოქმედე!!!”

“არ გავუწიოთ სამედიცინო დახმარება მოქმედ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტს” – კლინიკების ასოციაცია ბოიკოტის ინიციატივით
თეგები: ლევან ნიკოლეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved