• რეკლამა
  • კონტაქტი
14:23, პარასკევი, 5 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი ეგრეთ წოდებულ “ფაქტჩეკერებს”, რომლებსაც ცენზორებად მოიხსენიებს, ვიზების გაცემაზე უარს ეტყვის

ალია ავტორი - ალია
12:17 12-05-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

სახელმწიფო დეპარტამენტი თავის თანამშრომლებს ავალებს, უარი თქვან ვიზების განაცხადების მიღებაზე იმ პირებისგან, რომლებიც მუშაობდნენ ფაქტების შემოწმებაზე (“ფაქტჩეკერები”), კონტენტის მოდერაციაზე ან სხვა ისეთ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელების სიტყვის „ცენზურად“ მიიჩნევს.

სამშაბათს, თანამშრომლებისთვის შიდა შეტყობინების სახით გაგზავნილი დირექტივა ფოკუსირებულია H-1B ვიზების განმცხადებელ მაღალკვალიფიციურ მუშაკებზე, რომლებსაც ხშირად იყენებენ ტექნოლოგიური კომპანიები, სხვა სექტორებთან ერთად. ამ გზავნილის შესახებ პირველად ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა; NPR-მა ასევე მოიპოვა ასლი.

„თუ აღმოაჩენთ მტკიცებულებებს, რომ განმცხადებელი პასუხისმგებელი იყო ან მონაწილეობდა შეერთებულ შტატებში დაცული გამოხატვის თავისუფლების ცენზურაში ან ცენზურის მცდელობაში, უნდა მოითხოვოთ დასკვნა, რომ განმცხადებელი არ არის უფლებამოსილი“ ვიზაზე, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ დირექტივაში. ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ მაისში გამოცხადებულ პოლიტიკასთან, რომელიც ზღუდავს ვიზების გაცემას „უცხოელი თანამდებობის პირებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ამერიკელების ცენზურაში“.

ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრად აკრიტიკებს ტექნოლოგიური კომპანიების ძალისხმევას, გააკონტროლონ ის, თუ რისი გამოქვეყნების უფლება აქვთ ადამიანებს საკუთარ პლატფორმებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათის შიდა გზავნილი, განსაკუთრებით H-1B ვიზის განმცხადებლებს ეხება, „რადგან ბევრი მათგანი მუშაობს ან უმუშავია ტექნოლოგიურ სექტორში, მათ შორის, სოციალურ მედიაში ან ფინანსური მომსახურების კომპანიებში, რომლებიც ჩართულნი არიან გამოხატვის დაცულობის ჩახშობაში“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი
ახალი ამბები

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი

16:06 12-04-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
ახალი ამბები

დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა

15:11 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved