• რეკლამა
  • კონტაქტი
01:18, ხუთშაბათი, 8 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახელიც კი წამართვა, ახლა ყველა ნიკოს მამად მიცნობს… 58 წლის ასაკში მისი თხოვნით, ინგლისურის სწავლა დავიწყე…” – გია კვარაცხელია

ალია ავტორი - ალია
14:54 10-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
435


კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატი გუშინ პირადად ესაუბრა მოკლულის მამას, “კანონიერ ქურდს”, გია კვარაცხელიას, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს. 

“ის ვერ აკავშირებს მომხდარს ვერავისთან. გამორიცხული არაფერია, თუმცა ზუსტი პასუხი გია კვარაცხელიასაც არ აქვს. ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს საუბარი. განსაკუთრებული მამა-შვილობა ჰქონდათ. წარმოიდგინეთ ასეთი რამ მითხრა: ნიკოს თხოვნით, 58 წლის ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე, რადგან სურდა დაგეგმილი პრეზენტაცია თარჯიმნის გარეშე მომესმინაო. სახელიც კი წამართვა, ახლა ყველა ნიკოს მამად მიცნობსო,” – ციტირებს გია კვარაცხელიას სიტყვებს ოჯახის ადვოკატი. 
დღესვე გასაჯაროვდა კვარაცხელიების განცხადება, რითიც ოჯახი მკვლელობის უშუალო შემსრულებლებს მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს. 

“ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია,” – ნათქვამია განცხადებაში.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს დანაშაულში ბრალდებულ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს. კვარაცხელიების ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა დამკვეთებმა მკვლელობის უშუალო შემსრულებლების ლიკვიდაცია მოახდინონ, ამიტომ ისინი სამართალდამცველებს დროულად უნდა ჩაბარდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, შურისძიების ნიადაგზე, 20 წლის წინ მოკლული “კანონიერი ქურდის”, დავით კაკულიას შვილებმა დაუკვეთეს. 

წყარო – რუსთავი2

თეგები: ნიკო კვარაცხელია

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved