• რეკლამა
  • კონტაქტი
04:26, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახელგატეხილი ნანა გვარიანად უტეხავს სახელს უკვე “ოცნებასაც” და ხელისუფლებასაც!” – რუსუდან წერეთელი

ალია ავტორი - ალია
22:23 09-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,135
ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი:
“ნანა ყეინიშვილის დანაშაულზე უამრავია დასაწერი! ამჯერად რამდენიმე ფაქტს შევახსენებ Salome Zourabichvili სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili , მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili და ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidzeქართული ოცნება / Georgian Dream.
ნანა ყეინიშვილი, 2001 წელს, შევარდნაძესთან, მაშინდელი კახეთის გუბერნატორის, მედიკო მეზვრიშვილის შუამდგომლობის მეშვეობით, საქართველოს წითელ ჯვარში, არჩევნების გაყალბებით გახდა პრეზიდენტი. ყეინიშვილის კონკურენტი იყო ქეთევან ბაგრატიონი, რომელიც ყეინიშვილის მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგად არ იქნა არჩეული წითელი ჯვრის პრეზიდენტი! ეს ყოვლად გაუნათლებელი და უინტელექტო ნანა, წითელ ჯვარში იკრებს საკუთარი ოჯახის წევერებს და ასაქმებს სანათესაოსა და საახლობლოს. პარალელურად, იწყებს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებით ფულის კეთებას! რაც კი რამ წითელ ჯვარში ჰუმანიტარულის სახით შემოდიოდა (პროდუქტი, წამალი თუ მანქანები), 2001 წლიდან ყეინიშვილი ყველაფერს ბაზარზე ყიდდა. უფრო მეტიც, კომერციულ ტვირთებს, შემოსატანს რუსეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან, აფორმებდა როგორც ჰუმანიტარულს, რათა თავი აერიდებინა სახელმწიფო გადასახადებისთვის და ხელი არ შეშლოდა მათ შემდგომ გაყიდვაში!
საქართველოს წითელი ჯვრის პარტნიორები არიან წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარ მთავრის საერთაშორისო ორგანიზაცია (IFRC) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC). ნანა სწორედ თავს იწონებდა იმითაც, რომ ვერც IFRC და ვერც ICRC მას ვერაფერს ვერ უზავდა, რადგან მათი ხემლძღვანელობა ჟენევაში (სათავო ოფისებში) ნაყიდი ჰყავდა! თავისთავად, არც შევარდნაძის ხელისუფლების დროს უცდიათ ნანას საქმეების გამოძიება! ასე აგროვებს ნანა დიდძალ ქონებასა და შემოსავალს, რომლითაც მოსკოვშიც კი აფუძნებს ბიზნესებს!
2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, შეფიქრიანებული ნანა, მოკავშირეებს უკვე სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და ხელისუფლებაში ეძებს. სააკაშვილის დედასთან გიული ალასანიასთან და სააკაშვილის ბებია – მზია წერეთელთან “ჩაპადრუგებით” (როგორც თავად ამბობდა ყეინიშვილი), მისი შემხები კვლავ არავინ გამოჩდა არც მიშას დროს. გათამამებულ და შეგულიანებულ ნანას ახლა უკვე მადა უფრო გაეხსნა და დაიწყო მუშაობა სააკაშვილის პარლამენტში მოსახვედრად. ამისათვის, პირველ ქმარს გაეყარა, ცოლად გაჰყვა ურმუზმაგ ქარქუსოვს, რათა სამხრეთ ოსეთის კვოტით შესძლებოდა მოხვედრა პარლამენტში. ურუზმაგი სააკაშვილის დროს, საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ალტერნატიული მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო. 2007 წლიდან ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა. სააკაშვილისხელისუფლების დროს სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში თანამდებობები ეკავათ ნანა ყეინიშვილის მაზლებსაც — ჯემალ და იანიკ ქარქუსოვებს. პირველი მათგანი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მეორე კი — ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი.
ოსების პატარძალი ახმეტელი ნანა, რესტორნებში, წითელი ჯვრის ეგიდით გამართულ წვეულებებზე, ურუზმაგდთან ერთად მშვენივრად ცეკვავდა “სიმდისაც”. მალე, ქარქუსოვებს “ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირ ძალაუფლებას ართმევს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს. 2008 წლის ომის დროს სამივე ძმა ოსების მხარეს ეხმარებოდა და საქართველოს წინააღმდეგ ინფორმაციას აწვდიდა რუსეთს. ძმები ქარქუსოვები რუსეთის მოქალაქეები არიან, ცხოვრობენ ვლადიკავკაზში. სააკაშვილის ხელისუფლების დროს, წამალძე ნანას ძმისშვილსაც იჭერენ, თუმცა, შვილის გადარჩენის მიზნით, დანაშაულს თავის თავზე ნანას ძმა იღებს და ხვდება ციხეში!
ყეინიშვილი ამას პოლიტიკურ მოტივს უდევს სარჩულად და უკვე 2012 წელს “ოცნების” ხელისუფლების მოსვლით, საგანელიძის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილს ერთგულებასა და მეგობრობას ჰპირდება. ნანას ოცნება სრულდება და იგი “ოცნების” პარლამენტარი ხდება! წითელ ჯვარში კი საკუთარ ქალიშვილს – ნათია ლოლაძეს ნიშნავს პრეზიდენტად! ამით, ნანა არ ჩერდება და ბესელია ეკას დახმარებით თავის ძმას ვადაზე ადრე ციხიდან ათავისუფლებს და იმ დროს საქართველოდან გაქცეულ მაზლებს 2008 წელს აღძრულ ძებნის სტატუსს უჩერებს. ნანა უკვე ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობით “ბლატაობს” კიდეც და აცხადებს, რომ თურმე მას ბიძინამ ისეთი VIP საშვი მისცა, რომ შუშის სასახლეში ნებისმიერ დროს უპრობლემოდ შეუძლია შესვლა!!!!
“ოცნების” ხელისუფლებია დროს, ნანას ქმარი ურუზმაგიც თბილისში დაარსებული პრიმაკოვის ფონდის თავმჯდომარე ხდება! “ოცნების” პარლამენტარობის ხანაში, ნანა საკუთარი ბიზნესის მოწესრიგებას და გაფართოებას უნდება. ქმნის სხვადასხვა ფირმებს, რომლებიც ენერგო სფეროს მოიცავს. ნათია თურნავასთან ახლობლობაც აქედან დასტურდება. აქვეა ლინკი ნანას ბიზნესების: https://companyinfo.ge/ka/people/232718 ოფიცალურად უკვე ნანა მილიონერია! მალე, ყეენიშვილმა “ოცნების” რიგებიც დატოვა, რომლის მიზეზად პარტიაში პროტირებული ნაციონალების მომრავლება დაასახელა და ბედნიერად გაუჩინარდა პოლიტიკური ასპარეზიდან, იქამდე, სანამ სალომე ზურაბიშვილმა ეს ბანდიტი, რუსეთის აგენტი ყეინიშვილი-ქარქუსოვისა სების საბჭოში არ წარადგინა და “ოცნების” პარლენტმა არ დაამტკიცა!!!!! ასე, რომ სახელგატეხილი ნანა გვარიანად უტეხავს სახსლს უკვე “ქართულ ოცნებასაც” და ხელისუფლებასაც!!!!!”
ნანა ყეინიშვილი - Companyinfo.ge
თეგები: რუსუდან წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved