• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატში ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა

ალია ავტორი - ალია
12:44 10-22-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული რეორგანიზაციის მიზანი სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდა იყო.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებებისა და მათი მიზნების შესახებ.

ჩატარებული რეორგანიზაციის მიზანი იყო სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდა, კერძოდ, სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების უფრო მკაფიო განაწილებით არსებული პროფესიული რესურსის ისე გაერთიანება და კონცენტრირება, რომ ადამიანის უფლებების დაცვა აპარატის შიგნით კიდევ უფრო კოორდინირებული, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.

რეორგანიზაციას წინ უძღოდა აპარატის სამუშაო პროცესებისა და ფუნქციური მოწყობის შიდა ორგანიზაციული შეფასება. შეფასებამ გამოავლინა შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქციები სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში იყო განაწილებული და დუბლირებული. გარდა კომპეტენციების გადაფარვისა, ეს ქმნიდა ერთი და იმავე საკითხებზე განსხვავებული შეფასებების, რეაგირებების, არაკოორდინირებული მუშაობის და პროფესიული რესურსის არასაკმარისად ეფექტიანი გამოყენების რისკებს.

რეორგანიზაციის მთავარ პრინციპს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი თემატური მიმართულებების გაძლიერებას, მათ შორის, ურთიერთდაკავშირებული ფუნქციების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გაერთიანებისა და სპეციალიზებული კომპეტენციების ეფექტიანი გამოყენების გზით.

2026 წლის 5 ოქტომბერს დამტკიცდა სახალხო დამცველის ახალი დებულება და განახლდა სხვა შიდაორგანიზაციული წესები.

რეორგანიზაციის შედეგად, 2026 წლის 22 ოქტომბრიდან განახლებული სტრუქტურული მოწყობა მიზნად ისახავს:

  1. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ფემიციდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებას ერთი სტრუქტურული ერთეულის მიერ. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ინსტიტუტის ერთიანი და მაღალი მეთოდოლოგიური სტანდარტით ინდივიდუალური და სისტემური ხარვეზების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას.
  2. სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში აპარატის თემატური სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის, მათი როლისა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას. რაც ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში საკითხების შეფასებისას შესაბამისი დარგობრივი გამოცდილებისა და სპეციალიზებული ცოდნის სრულფასოვან გამოყენებას.
  3. ადამიანის უფლებათა დარღვევების დროული აღმოფხვრის მიზნით საქართველოს პარლამენტთან მუშაობის გაძლიერებას და განახლებული ფორმით გაგრძელებას, შესაბამისი წინადადებების თუ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის გზით;
  4. გაზრდილი ადამიანური რესურსით და ქალთა უფლებების საკითხების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების გადანაწილებისა და მათი საქმიანობის ყველა ასპექტში ინტეგრირების გზით, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობის გაძლიერებას ინდივიდუალური საქმეების ერთიანი მეთოდოლოგიით შესწავლის, სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური მონიტორინგის, შეფასებების და რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებით.
  5. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) შესრულების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის გაძლიერებას – მეტი პროფესიული რესურსი დაეთმობა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების სისტემურ მონიტორინგს, სახელმწიფო პოლიტიკისა და პრაქტიკის შეფასებას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და მათი შესრულების მონიტორინგს.
  6. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებების გაძლიერებას, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება აპარატის ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ნაცვლად 3 საშტატო ერთეულისა.
  7. ციფრულ სერვისებზე წვდომის, დაინტერესებული პირებისათვის მხარდაჭერის ეფექტიანად წარმართვისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ღონისძიებების გააქტიურებას“- ნათქვამია ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, განახლებული ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას. ორგანიზაციული ცვლილებები მიმართულია ამ უფლებამოსილებების უფრო ეფექტიანად შესრულებისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თანმიმდევრული და ხარისხიანი რეაგირების უზრუნველყოფისკენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved