“ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, მოსკოვიდან ახალი პოლიტიკური გზავნილი მიიღო.
“მზად ვართ სახალისო სპორტული თამაშისთვის“ – ასე უპასუხა, საქართველოსთვის გლოვის დღეებში, პუტინის მთავარმა პროპაგანდისტმა მარია ზახაროვამ, ნიკოლოზ მჟავანაძის დასმულ კითხვას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით.
თუმცა, ამასთანავე, ურთიერთობა ნამდვილად შეწყდა. ვფიქრობ, ეს ისტორია ძალიან კარგად იცით. არ შეგახსენებთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, აღვნიშნავ, რომ ეს გაწყვეტა რუსეთის ინიციატივით არ მომხდარა. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში აღდგენას იწყებს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები – კონკრეტული შედეგებით.
ვხედავთ, როგორ აცხადებს ამჟამინდელი ხელისუფლება მისწრაფების შესახებ, იხელმძღვანელოს ქართველი ხალხის ნებით. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა მენახა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. თუმცა, მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამ საკითხში ბურთი არაა ჩვენს მხარეს, მაგრამ მზად ვართ ამ კარგი, საინტერესო, სახალისო სპორტული თამაშისთვის.” – თქვა ზახაროვამ.














კომენტარები