• რეკლამა
  • კონტაქტი
03:25, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახ. დეპარტამენტის წარმომადგენელი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება – დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:27 03-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

საქართველოში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხვდებიან.

კერძოდ, დაახლოებით ერთი საათია, რაც ამერიკის საელჩოში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, პარტია “თავისუფლების მოედნის” ლიდერი, ლევან ცუცქირიძე, “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრი, გრიგოლ გეგელია და პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკური.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე ისაუბრებენ, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის წინაშე დგას.

ის, რომ ბატონი ანდრეოლი ეწვია როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის ტერიტორიას, არის ძალიან კარგი ნიშანი იმ აქტიური ინტერესისა, რაც აშშ-ს გააჩნია შუა კორიდორისადმი და საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ფუნქციისადმი, რომელიც ქოცურმა რეჟიმმა შეგნებულად შესწირა მსხვერპლად თავის რუსულ პოლიტიკურ კურსს. 

ჩვენ ვისაუბრებთ, ბუნებრივია, ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც დღეს ჩვენ დემოკრატიას უდგას, როგორც გამოწვევა, ეს იქნება პოლიტიკური სისტემის გადახედვის ჩვენეული ხედვა, ეს იქნება, ცხადია, ძალიან მკაფიოდ დაფიქსირება იმისა, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ახალი არჩევნები უნდა იქნას ჩანიშნული,” – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ პიტერ ანდრეოლის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ შეხვედრაზე სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრონ, “სტრატეგიული პარტნიორობა საერთოდ შეწყვეტილია”.

როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს შეხვედრები დაგეგმილი აქვს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე, კერძო სექტორთანაც.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა არ იგეგმება მთავრობის ადმინისტრაციაში.

ამასთან, პიტერ ანდრეოლი გეგმავს, რომ პირადად ეწვიოს საოკუპაციო ხაზს და ნახოს ადგილზე ვითარება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved