• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას” – რა გაიხსენა მიხელ სააკაშვილმა?

ალია ავტორი - ალია
14:39 11-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარი მასწავლებლები და მათ მიერ გაგზავნილი წერილები გაიხსენა.

“საქართველო არის ქვეყანა, სადაც მე მასწავლიდნენ ისეთი მასწავლებლები, როგორიც იყვნენ გელა ჩარკვიანი და მარად ჭავჭავაძე. მე ციხეში მივიღე წერილი ჩემი პირველი მასწავლებლისგან, ნინელი თათარაშვილისგან, რომელიც მასწავლიდა შალვა ამონაშვილის ყველაზე ინოვატორული სისტემით პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში და ასევე კლარა ჩხაიძისგან 51-ე სკოლაში, ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისგან და არ დაგიმალავთ, რომ საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას. სხვა არაფერზე არ მქონია ასეთი რეაქცია. 

მე ვიცი, რომ გელა ჩარკვიანი იყო სიცოცხლის ბოლო დღეებში პირველი ხელმომწერი ჩემი გათავისუფლების პეტიციის და რა თქმა უნდა, მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე გონების დაკარგვამდე მე-18 დაწესებულებაში ცოტა ხნით ადრე. ესეც ძალიან მძიმე დარტყმა იყო ჩემთვის. გელა ხშირად ამბობდა, რომ მე ვიყავი მის ცხოვრებაში ყევლაზე საუკეთესო მოსწავლე და მე უბრალოდ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვერ მომეცა საშუალება, მენახა ის და მეთქვა, რომ ის იყო ჩემი ყველაზე საუკეთესო მასწავლებელი. 

ისე მოხდა, მისტიკაა რაღაცა, შეიძლება ახლა ამას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე, სანამ გავიგე გელას გარდაცვალება, დამესიზმრა პეკინის ქუჩაზე მისი ბინა და თითქოს, ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ერთად ვიზრდებოდით, მეუბნებოდა, რომ გელა გასულია და ცოტა ხანში დაბრუნდებაო და რამოდენიმე დღეში გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი. 

რა შუაშია ეს ყველაფერი, არის ის, რომ ყოველ ღამეს მესიზმრებოდა საქართველო: ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზოს სტადიონი, სადაც ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდიოდი პეკინის ქუჩაზე და სულ უფრო აუტანელი ხდებოდა განცდა, რომ ამ ყველაფერს ვკარგავ მე და ვკარგავთ როგორც ქართველები”,- თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved