• რეკლამა
  • კონტაქტი
08:53, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საჯარო პასუხი ცილისწამებაზე – 5 ცილისწამება, რომელიც გაავრცელეს – “მწარე პოდკასტი”

ალია ავტორი - ალია
13:50 09-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,955
“მწარე პოდკასტი” – სოციალურ ქსელში წერის ავრცელებს:
საჯარო პასუხი ცილისწამებაზე‼️
რომელიც ამ საიტზე დადეს (ბმული კომენტარში) და შემდეგ გაავრცელა „რუსთავი 2-მა” და „იმედმა”,
ცილისწამება 1.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დაფინანსებით მე გამომიცია რონალდ სუნის წიგნი „ქართველი ერის დაბადება”, მე გამომიცია, გამომცემლობა ვყოფილვარ, მთარგმნელიც და დამკაბადონებელიც. მე ვიყავი გამომცემლობა „ზიარის” გამოცემული ამ წიგნის შუა საუკუნეების ნაწილის რედაქტორი, წავიკითხე ტექსტი და რამდენიმე კომენტარი-შენიშვნა გავუკეთე, ეს იყო ჩემი საქმიანობა ამ პროექტში. არანაირი შეხება შინაარსთან არ მქონია.
ცილისწამება 2.
უცხოური გრანტები მქონია აღებული და თავზე გადამდის ფული. დამისახელონ რომელი უცხოური გრანტები მაქვს აღებული ან რომელ NGO-ში ვმუშაობ, ჩემი ქონების დეკლარაცია შეამოწმონ ასევე. საკუთარი სახლ-კარი არ მაქვს, ბიძაჩემის ერთოთახიან ხრუშოვკა სახლში ასისტენტ-პროფესორის ხელფასით ვცხოვრობ და პოდკასტის მცირე შემოსავლით, რომლის დიდ ნაწილს პოდკასტის ტექნიკურ უზრუნველყოფასა და სტუდიის დაქირავებაში ვხარჯავ. არც ერთ უცხოური გრანტზე არ შემიტანია და არ ამიღია, ერთადერთი გრანტი რომელიც ავიღე არის საქართველოს სახელმწიფოს რუსთაველის ფონდის მაგისტრატურის გრანტი, რომლის 50% დავხარჯე სამაგისტრო ნაშრომის დასაწერი სამეცნიერო ლიტერატურის გამოსაწერად.
ცილისწამება 3.
დიდგორის ბრძოლას გამიზნულად ვაკნინებ. რეალურად, დიდგორის ბრძოლაზე არც ერთი სამეცნიერო კვლევა არ მაქვს დაწერილი, მხოლოდ პოპულარული, რომელიც ეყრდნობა ქართულ ისტორიოგრაფიას, რომლისთვისაც არაფერი მიმიმატებია.
ცილისწამება 4.
ბექა კობახიძე მწარე პოდკასტში მოვიწვიე დიდგორის დასაკნინებლად – ბექა კობახიძე ამ თემაზე არასდროს ყოფილა მწარე პოდკასტში. თვითონ ვიყავი „მისმინეში”, საცა ზოგადად, ქართულ ისტორიოგრაფიაზე დაყრდნობით ვისაუბრეთ დავით აღმაშენებელზე და იმას თუ ნორმალური გონების ადამიანი მოუსმენს, მიხვდება რომ ამაზე კონსტრუქციულად და რეალისტურად, დავითის განსაკუთრებული ნიჭიერებისა და დიდი პოლიტიკოსობის წარმოჩენა ჯერ არ ყოფილა ქართულ გადაცემებში.
ცილისწამება 5.
ბაგრატ V და გიორგი VII ბრძოლას აკნინებენო. ამ თემაზე არც გვისაუბრია და არც დაგვიწუნია; საერთოდ არ იყო აქცენტირებული გადაცემა ამ მეფეებზე არც ერთ ჩვენს გადაცემაში.
ცრუ კონტექსტი 1.
ივანე ჯავახიშვილს ვაბრალებთ არასწორად გაუაზრებია იბნ ალ ასირის მოცემული რიცხვი. მსგავსი არაფერი გვითქვამს, მოსმენილის გააზრების პრობლემა. გოჩა ჯაფარიძის წიგნის კომენტარი მოვიყვანეთ, რომელშიც გოჩა ხსნის რა არის რეალური რიცხვი რომელიც იბნ ალ-ასირმა დაწერა.
ცრუ კონტექსტი 2.
ქართველი ერი XIX საუკუნემდე არ ჩამოყალიბებულაო მითქვამს; კი, ის რასაც ნებისმიერი კვალიფიციური ანთროპოლოგი, ეთნოლოგი და ისტორიკოსი ამბობს ლექციაზე. ამაში ახალი რა არის, გამიზნული დამახინჯებაა კონტექსტის. თანამედროვე ერის მნიშვნელობის გაგებით ჩამოყალიბდა მე-19-ში, ისე როგორც სხვა ყველა ერი.
პირადი და პროფესიული შეურაცხყოფა, რომელიც აქაა მოცემული, გასაგებია რომ პროპაგანდაა და ჩემს გასაშავებლადაა გაკეთებული, მაგრამ ამ ცილისწამებაზე, მიუხედავად არსებული სასამართლოში არცთუ სახარბიელო სიტუაციისა, მიიღებენ საჩივარს ცილისწამებაზე და მოეთხოვებათ პასუხი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved