• რეკლამა
  • კონტაქტი
06:55, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე“ – გურამ მაჭარაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:57 08-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
325

„ოცნებიდან“ გასული დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე:

“ეს განცხადება ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ ჩვენს ბოლო წერილებში მითითებული მტკიცებულებები არის მართალი, რადგან არც ერთ მათგანზე ქალბატონ ელჩს არ უპასუხია და კონტრაგუმენტი არ წარმოუდგენია. მეტიც ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, გაუგებარს უწოდებს და შეთქმულებებზე საუბრობს. საინტერესოა, რა არის, მისი აზრით, შეთქმულება – ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოსთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? თუ ის, რომ საელჩო ამბობს, რომ 30 წელი გადაიხადა იმისთვის რომ ქართული მართლმსაჯულება განვითარებულიყო და ამიტომ კონსტიტუციურ ორგანოებს – პარლამენტს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ ესა თუ ის მოსამართლე უნდა დაინიშნოს უვადოდ და ამა თუ იმ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, ეს შეთქმულებაა? გარდა ამისა, მისი აზრით, გავრილოვის ღამე ყოფილა წინაპირობა და საფუძველი პოლარიზაციისა. საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს ელჩი და აბრალებს ხელისუფლებას, თითქოს ხელისუფლებამ მიიტანა შტურმი პარლამენტზე. პარლამენტზე შტურმი მიიტანა სწორედ ნიკანორ მელიამ რამდენიმე ასეულ რადიკალთან ერთად, რომელიც იქნა დაპატიმრებული და სწორედ საელჩოს დაჟინებული მოთხოვნით იქნა გამოშვებული ციხიდან პარლამენტის შტურმის დამაორგანიზებელი პიროვნება, პოლიტიკოსი ნიკანორ მელია. ამაზე საუბრობს ელჩი, თითქოს ეს იყო ხელისუფლების შეტევა და შტურმი პარლამენტზე.

საკანონმდებლო ორგანოზე შტურმი ამერიკაში თუ დასჯადია, საქართველოში დემოკრატიის ნგრევა რატომ არის, თუ დაიჭერენ თუნდაც პოლიტიკოსს, ვინც შტურმი განახორციელა პარლამენტზე. თუ ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში კანონის უზენაესობა და თანასწორობა საელჩომ უნდა განსაზღვროს, როგორი იყოს, ეს არის არასწორი მიდგომები, როდესაც ქართული საზოგადოება ხვდება, რომ ამერიკაში დემოკრატია სხვანაირად მუშაობს, ხოლო საქართველოში საელჩოს უნდა რომ სხვანაირად ამუშაოს, არასწორი მიდგომაა. ჩვენი მიზანი კი არ არის ვინმეს დისკრედიტაცია, არამედ ის, რომ საზოგადოებამ სწორად დაინახოს სიმართლე, რა ხდება საქართველოს საწინააღმდეგოდ თუ სასარგებლოდ”

თეგები: გურამ მაჭარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved