• რეკლამა
  • კონტაქტი
14:01, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საინტერესოა რას აკეთებს პენტაგონი უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიებში.. პოსტ საბჭოთა ქვეყნებში აკეთებენ ლაბორატორიებს რუსეთის მახლობლად – ლავროვი

ალია ავტორი - ალია
14:58 03-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, არ აკრძალავს რუსულ ენას და კულტურას, რუსულ მართლმადიდებულ ეკლესიას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„შეხვედრა გაიმართა ერდოღანის და თურქეთის ხელისუფლების ინიციატივით. ჩვენ დავთანხმდით, რადგან ვართ ყველა კონტაქტის მომხრე, რომელიც მიმართულია კრიზისიდან გამოსავალზე. დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა რომ ალტერნატივა არ აქვს ბელარუსის მოლაპარაკების ფორმატს. ჩვენ არ ჩამოვსულვართ ბელარუსის ფორმატის შესაცვლელად. ჩვენ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქმიანი პროცესი. აქ არავინ აპირებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. ჩვენი ინიციატივა ჰუმანიტარულ დერეფნებზე ყოველდღიურად რჩება ძალაში. ყოველდღიურად ფასდება სიტუაცია, რომ იყოს უსაფრთხოება მოქალაქეებისთვის. უკრაინის მხარე მიიღო ჩვენი წინადადებები და თქვა რომ განიხილავს. კრიზისიდან გამოსავალი უნდა იყოს მისაღები ევროპის კონტინენტზე ყველა ქვეყნისთვის. სამხედრო ოპერაციაზე ანგარიშს აკეთებს თავდაცვის სამინისტრო. ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის. რაც შეეხება გარედან იარაღის მიწოდებას, ევროკავშირის ქვეყნები არღვევენ პრინციპებს, რომ გზავნიან იარაღს უკრაინაში. სად მოხვდება საზენიტო გადასატანი სისტემები შემდეგ, ეს გაურკვეველია. ეს დიდი ხნის განმავლობაში შექმნის საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისთვის. რუსეთი არ დასხმია თავს უკრაინას და არ გეგმავს სხვა ქვეყნებზე თავდასხმას. შეიქმნა პირდაპირი საფრთხე რუსეთისთვის. ჩვენ არავინ არ მოგვისმინა. პუტინმა ამაზე არაერთხელ განაცხადა. რესპუბლიკებზე თავდასხმა თვეების განმავლობაში იგეგმებოდა. აქვე საინტერესოა რას აკეთებს პენტაგონი უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიებში. აშშ ამ ინფორმაციას უარყოფენ, ევროკავშირში კი ინფორმაციას არ ფლობენ. ამერიკელები ამას დიდი საიდუმლოებით აკეთებენ. პოსტ საბჭოთა ქვეყნებში აკეთებენ ლაბორატორიებს რუსეთის მახლობლად. ის ვინც ავსებს უკრაინას იარაღით, ის არის შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს სურდა, რომ უკრაინა ნეიტრალური ყოფილიყო.

„რაც შეეხება მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმას, არაერთხელ მოგვისმენია ასეთი პათეტიკა. ამ სახლს დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა „აზოვის“ ბატალიონი და იყო ულტრარადიკალური ბატალიონის აზოვის ბაზა. მათ გაიყვანეს ყველა თანამშრომელი და ბავშვები იმ ტერიტორიიდან. უკრაინისგან ანტი რუსეთს აკეთებდნენ დიდი ხნის განმავლობაში. უკრაინას დასავლეთში ეუბნებოდნენ, რომ ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენ წინააღმდეგ. უკრაინაში იყო პროდასავლური ექსპერიმენტი. ნატომ დაიწყო უკრაინაში საზღვაო ბაზების და სარაკეტო სისტემების განთავსებაზე საუბარი. ჩვენ ევროპელებს შევთავაზეთ დიალოგი. გვითხრეს რომ ნატო-ს გაფართოების საკითხს რუსეთის გარეშე გადაწყვეტდნენ. ამბობდნენ, რომ საფრთხე ჩვენთვის არ იყო. ჩვენ არ გვსურს უკრაინის მილიტარიზაცია ნატოთი ან ნატოს გარეშე. იქ ამერიკულ რაკეტების განთავსება. ვეწინააღმდეგებით ნეონაცისტურ განწყობებს. გვსურდა, რომ უკრაინა ყოფილიყო ნეიტრალური. ჩვენ სერიოზულად ვართ მზად განვიხილოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ არ გვექნება ილუზიები რომ დასავლეთი იქნება სანდო პარტნიორი. დასავლეთს შეუძლია ღალატი ნებისმიერ დროს და დაარღვიოს დაპირებები. ჩვენ დამოკიდებული არ ვიქნებით დასავლეთზე იმ მიმართულებებზე, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებისთვის. რუსეთი ამ სიტუაციიდან გამოვა იმ გაგებით, რომ დასავლეთი არ შეიძლება იყოს სანდო პარტნიორი. კულებას ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტების დონეზე შეხვედრისთვის მაგრამ შეხვედრამ კონტრეტული შედეგები უნდა გამოიღოს. ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, არ აკრძალავს რუსულ ენას და კულტურას, რუსულ მართლმადიდებულ ეკლესიას“, – განაცხადა ლავროვმა.

1 tv.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved