• რეკლამა
  • კონტაქტი
23:36, კვირა, 10 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საინტერესოა, ამ ფირფიტას სანამ ატრიალებს ოპომედია?! უკვე მივეჩვიეთ, აიღებენ თემას, გამოწურავენ ბოლომდე და მოიქნევენ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
11:26 08-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,733

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ბოლო რამდენიმე დღე ისევ აიწია სოსო გოგაშვილის თემა. საინტერესოა, ამ ფირფიტას სანამ ატრიალებს ოპომედია?! უკვე ხომ მივეჩვიეთ, აიღებენ თემას, გამოწურავენ ბოლომდე და მოიქნევენ. ხომ გახსოვთ ტრაგედიებით მანიპულირებები სპეკულაციები და ფსევდოგამოძიებები? ახსოვთ დღეს ვინმე?
ისევე იქნება გოგაშვილის თემაც. გამოწურავენ და მოიქნევენ. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ხალხში ამ თემას თანაგრძნობა არ აქვს. პირიქით…
ის რომ გოგაშვილის კარიერული და ფინანსური აღზევება ხელისუფლების ძალიან დიდი ჩავარდნა იყო, ფაქტია. ასეთ თემებზე მეტს ვისაუბრებდით, სათანადო გარემი რომ იყოს. როცა ხელისუფლების საპირწონედ რადიკალური და რევანშისტული, შურისძიებით შეპყრობილი სუბიექტებია, ჯანსაღი დებატების და კრიტიკის სივრცე აღარ რჩება. თორემ მოსარიდებელი არავისთან არაფერია.
თუმცა, როცა ასეთ თემას ვეხებით, თვალებზე ბინდს ვერ ავიფარებთ. შედარება არაა წინა ხელისუფლებასთან და მაშინდელ საკადრო პოლიტიკასთან, როცა კარუსელები, უსამართლო გათავისუფლებები და არაკვალიფიციური, ძალაუფლებისგან თავგასული ჩინოვნიკები, ყოველდღიურობა იყო. გაიხსენეთ მინისტრების გვარები და სურათი აღდგება.
რისი დახატვაც არ უნდა სცადონ ოპომედიებმა, დღეს უდაოდ სხვა სურათია. ამის მიუხედავად, კარგად უნდა გადახედონ უწყებებს, რეგიონებსაც და თუ სადმე ხარვეზია, დროულად უნდა გასწორდეს.
დავუბრუნდეთ თემას. მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშიც კი, სპეცსამსახურებიდან ინფორმაციის გატანას როგორ უდგებიან და რა დამოკიდებულებაც აქვთ, შეგვიძლია ამერიკის მაგალითზე (სნოუდენი, ასანჟი…) ვიმსჯელოთ. იგივეა არადემოკრატიულ ქვეყნებშიც. რატომაა ეს ასე, ახსნა შორს წაგვიყვანს.
ეს არ ნიშნავს, რომ თუ სისტემაში სერიოზული პრობლემებია და გაუარესების ტენდენციაა, ის საზოგადოებამდე არ უნდა მივიდეს. საზოგადოებაა დამკვეთი და საზოგადოება ქირაობს ხელისუფლებას მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
თუმცა, აქ ორი ნიუანსია:
1. როცა ამ ხარვეზებზე პასუხისმგებელიც ხარ და შემსრულებელიც, თითის სხვისკენ გაშვერა, მოტივაციასთან დაკავშირებით, სერიოზულ კითხვებს ჰბადებს;
2. თუ იკვეთება პოლიტიკური ან მერკანტინული მიზნები, საზოგადოების ინტერესებზე ზრუნვით ვეღარ შეიფუთება.
როცა საზოგადოების, ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიხარ, მაშინ სამსახურიდან გაშვებას კი არ ელოდები და გაშვების შემდეგ პარტიაში კი არ მიდიხარ, არამედ შენით ტოვებ თანამდებობას, სამსახურს და ორიდან ერთ გზას ირჩევ: ან ჩუმად მიდიხარ, ან ხმაურით.
ესაა უმარტივესი ლოგიკა და როგორც არ უნდა იწვალონ, სხვაგვარად ვერ იფუთება. მით უმეტეს, როცა წლების განმავლობაში გაჟონილი ინფორმაციები გამოიყენებოდა არა საზოგადოების საკეთილდღეოდ, არამედ გარკვეული ჯგუფების ვიწროპოლიტიკური ინტერესებისათვის და როცა შენი კეთილსინდისიერების მიმართ არსებობს სერიოზული კითხვები. იგულისხმება არა მხოლოდ მოტივაცია, არამედ კორუფციის და უკანონო გამდიდრების თვალნათელი ფაქტები.
ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორეა პირადი დაპირისპირები და ბრალდებები და როგორ პასუხობს ამას მეორე მხარე.
მესმის, ყველას აქვს დაცვის სტრატეგიის არჩევის უფლება, თუ ეს მისი არჩევანია, მაგრამ არ მგონია შედეგის მომტანი იყოს. თანაც გააჩნია ბრალდებებს.
დააკვირდით შსს მინისტრის პოზიციას. პანკისის სპეცოპერაციის მწვავე საკითხშიც კი სრულ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და ამბობს, რომ გოგაშვილი იქ არ ყოფილა, ხოლო სპეცრაზმი მას ემორჩილებოდა და მხოლოდ მის ბრძანებას ასრულებდა. ეჭვი მეპარება, რომ ყველა მასე მოიქცეოდა და პასუხისმგებლობის ნაწილს მაინც არ აირიდებდა. ახლახანს იყო ერთ-ერთი მაგალითი, “იმას რატომ არ იჭერთ”, “ამას რატომ არ იჭერთ”, “სანდრას რატომ არ იჭერთო” და ა.შ.
ამ ნიუანსებში არ შევალ. უფრო სხვა ბრალდებას მინდა გამოვეხმაურო. პრინციპში პოსტის დაწერის მთავარი მიზეზიც ესაა.
ძალიან მძიმე ბრალდებაა, თითქოს გოგაშვილს ოჯახით და შვილებით დაემუქრნენ.
გაცილებით სერიოზული ოპონენტები ჰყავდა ამ ხელისუფლებას სააკაშვილის და მისი გუნდის სახით. რომელიმე მათგანის ოჯახის წევრს თმის ღერი ჩამოვარდნია ამ 10 წლის მანძილზე?
წინა ხელისუფლების მიმართ ზუსტად ასეთი პრეტენზიები ჰქონდა ხალხს. გარდა სხვა მძიმე დანაშაულებებისა, ერთ-ერთი იყო ოჯახების დაწიოკება და დაშინება. მსგავსი პოლიტიკური დაკვეთა ამ წლებში რომ მომხდარიყო, ხალხი არც ამ მთავრობას აპატიებდა. არ აქვს მნიშვნელობა ვისი ოჯახი იქნებოდა.
რაღა ამ შემთხვევაში გადავლენ ზღვარს?! მით უმეტეს, რომ საჭიროებას ვერ ვხედავ. მგონი, რისი გამოქვეყნებაც შეეძლოთ, ყველაგერი გამოაქვეყნეს. ერთ სიმართლეს ათასი სიცრუეც დაადეს. აღარაფერს ვამბობ იმ გარემოებაზე, რომ კარგად ვიცნობ ვახო გომელაურს. ყველაფერი შეგიძლიათ დააბრალოთ, მაგრამ, ვფიქრობ, მსგავს უღირსობას არ ჩაიდენს.
მალე დასრულდება ზღვის სეზონი, დაბრუნდებიან დაზაგრულები და დაიწყება რყევების მცდელობები, ბინძური და შეკვეთილი “გამოძიებები”, “პერფომანსები” ანუ სანახაობები…
მერე მოვა საშობაო არდადეგები და გაზაფხულამდე მოგვცემენ “ამოსუნთქვის” საშუალებას. გაზაფხული კი წინასაარჩევნო წელია და სიგიჟის კოეფიციენტი კიდევ უფრო აიწევს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved