• რეკლამა
  • კონტაქტი
01:28, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საინტერესო უნდა იყოს რა სამხედრო ხრიკს მიმართავს უკრაინის გენერალური შტაბი, როგორ გადაჭრის ამ ოპერატიულ პრობლემას“ – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
21:21 05-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
282

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელ შეტევის შესახებ.
დღეს ყველა ადამიანი, ვისაც ძალიან სპეციფიური დამოკიდებულება არა აქვ რუსეთის მიმართ ან ღირებულებითი გამრუდებით დაინფიცირებული, მოუთმენლად ელის უკრაინის კონტრშეტევას. ერთი სტატუსი არ ეყოფა, მაგრამ რამდენიმეში შევეცდები ჩემი მოსაზრება გადმოქცეთ.
ომის კონტექსტში, შეიძლება ამ მოვლენას კონტრშეტევა დავარქვათ, ეს მთლად სწორი სამხედრო ტერმინი არ იქნება, მაგრამ არც ბევრი დაშავდება. თუმცა იმ მასშტაბს, რასაც ჩვენ ველოდებით უფრო გენერალური შეტევა მოუხდება.
რა მოვლენას ველოდებით?
უკრაინელების გენერალური შეტევა უნდა იყოს მძლავრი, კონცენტრირებული დარტყმა, ერთ ან რამდენიმე მიმართულებაზე, ისე რომ, გარღვევის მთელ სიღრმეზე მოწინააღმდეგემ ვერ შეძლოს მეტ ნაკლებად წარმატებული თავდაცვის ორგანიზემა. ხოლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, საბოლოო მიზნის მიღწევამდე, არ უნდა დაჭირდეს არც ძალების გადაჯგუფება და არც ოპერატიული პაუზის აღება სულის მოსათქმელად ( ძალების აღსადგენად).
გენერალური შეტევა მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული ( მაშინ შეიძლება შეფასდეს წარმატებულად) თუ შეტევა დასრულდება რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვართან არც ისე შორ გეოგრაფიულ პუნქტების დაკავებით, ისე რომ გაწყდება ჩრდილოეთ-სამხრეთის საკომუნიკაციო ხაზი. შეტევის შედეგად, ყირიმი ან დეუკუპირებული უნდა იყოს, ან ყირიმში მყოფი რუსული ძალება სტრატეგიულ გარემოცვაში მოქცეულები. აგრეთვე, რუსეთის მთლიანი სამხედრო კონტიგენტი რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება ან განადგურებული უნდა იყოს, ან ტყვედ ჩაბარების აქტიურ ფაზაში.
ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, გენერალური შეტევა იქნება ძალების ფუჭი ხარჯვა და ომის დასასრული კიდევ რამდენიმე თვით ან წლით გადაიწევს.
ასეთი წარმატების შემთხვევაში, უკრაინას ექნება შესაძლებლობა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დააყენოს თავისი პირობები და მიაღწიოს რუსეთის დემილიტარიზაციას, ან დემილიტიზებულ ბუფერს რუსეთსა და უკრაინას შორის, ეფექტურ საერთაშორისო კონტროლის მექანიზმებს ბირთვულ შეიარაღებაზე, შეზღუდულ სამხედრო ბიუჯეტს და ზარალის ანაზღაურებას. რა პროცესები განვითარდება რუსეთში, ეს უკვე სხვა სცენარის თემაა და გენერალურ შეტევასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს.
მშვიდობის დამყარების მომენტიდან რუსეთისა და უკრაინის განვითარების სასტარტო მდგომარეობა მეტნაკლებად ერთნაირად მძიმე იქნება, მაგრამ განვითარების პირობები უკრაინისთვის იქნება მეტად ხელსაყრელი, ხოლო რუსეთისთვის უკიდურესად მძიმე. რაც თავისთავად გამორიცხავს, რუსეთის ახალ საფრთხედ ჩამოყალიბების შესაძლებლობას. უკრაინაში მარცხით, რუსეთისთვის დასრულდება ( დასრულდა) იმპერიის აღდგენის ბოლო შანსი. რამდენად მძიმე იქნება და რამდენ ხანს გასტანს იმპერიის დაშლის პროცესი დამოკიდებული იქნება, რა გზას აირჩევს რუსეთი მარცხის შემდეგ, რევანშისტულს თუ დემოკრატიულს. თეორიულად ორივე შესაძლებელია, პრაქტიკულად კი ალბათ, მძიმე და მტკივნეული რღვევა 20-30 წლის განმავლობაში.
თუ გენერალური შეტევის მიზნები და ამოცანები ასე მაშტაბურად არ იქნება დანახული, დაგეგმილი და აღსრულებული, წარმატებას ექნება ლოკალური ხასიათი, გაზრდის უკრაინის უსაფრთხო რეგიონის მოცულობას, შეამსუბუქებს მოსახლეობის მდგომარეობას, დაასუსტებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ ომის დასრულების თარიღი გადაიწევს და ომით გამოწვეულ ზარალის ( დანახარჯის) ოდენობას იმდენად გაზრდის, რომ დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკასაც მძიმე ტვირთად დააწვება.
როდის და როგორ დაიწყება გენერალური შეტევა?
შეტევას ექნება მომენტი, როდესაც უნდა მოხდეს მოწინააღმდეგის თავდაცვის ზღუდის გარღვევა. მნიშვნელოვანია, რომ გარღვევის მომენტში, არსებული ძალები, გარღვევის დასრულების შემდეგ, შეტევის განვითარების ფაზაში გადავიდეს მცირე დანაკარგებით. ამისთვის აუცილებელია საჭირო რაოდენობის ჯავშანტექნიკა და ძლიერი საბრძოლო მხარდაჭერა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ამასთან ერთად უკრაინამ უნდა მიაღწიოს სტრატეგიულ (როდის დაიწყება), ოპერატიულ ( რა მიმართულებებზე) და ტაქტიკურ ( სად იქნება გარღვევის მონაკვეთები) მოულოდნელობას. მოულოდნელობის მიღწევა გართულებული იქნება, ჯერ ერთი გარღვევის დაჯგუფების სიდიდის გამო და მეორე გარღვევის დაჯგუფების შეიარაღება და ტექნიკა განსხვავებულია ბრძოლაში ჩართულ ქვედანაყოფების ტექნიკასა და შეიარაღებიდან. საქმეს ართულებს ისიც, რომ შეტევის დაწყება ღრმა ზურგიდან გამორიცხულია, რაკი შეტევის დაწყებიდან, მოწინააღმდეგესთან შეხებამდე დროც შეზღუდული უნდა იყოს ( 10-30 წუთი) და მანძილიც ( არ უმეტეს 3 კმ-ისა).
საინტერესო უნდა იყოს რა სამხედრო ხრიკს მიმართავს უკრაინის გენერალური შტაბი, როგორ გადაჭრის ამ ოპერატიულ პრობლემას. თუმცა არის რამდენიმე საინტერესო ვარიანტიც, ხანგრძლივი საარტილერიო ცეცხლი ბევრ მიმართულებაზე, ისე რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეძლოს გამოცნობა რომელი მიმართულებები მუშავდება ძირითადი შეტევების დასაწყებად; ან ბრუსილოვის გარღვევის პრინციპი, ძალების კონცენტრაცია 20-მდე მიმართულებაზე და შეტევის განვითარება იმ მიმართულებებზე, რომლებიც წარმატებული იქნება და 100 კმ-მდე შეღწევას მოახერხებს; ან ყველაზე იაფი და იორღა, ტაქტიკური კონტრშეტევების დაწყება თავდაცვაში არსებული ძალების საშუალებით და სანამ მოწინააღმდეგე ამ კონტრშეტევების მოგერიებით იქნება დაკავებული, დარტყმის ძირითად მიმართულებაზე, დამრტყმელი დაჯგუფების ძალების სწრაფი გადმოსროლა ზურგიდან და შესვენების გარეშე გენერალური შეტევის დაწყება. დაველოდოთ მოვლენებს.
ამ ეტაპზე კი, უკრაინა ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, ქმნის რუსი ჯარისკაცების მორალისთვის გამანადგურებელ მოლოდინებს: ნატოს ტანკები, ზუსტი საარტილერიო ცეცხლი, დრონები მასიურად, დაზვერვის შესაძლებლობები, ახალი და დასვენებული ძალები, ნატოს ინსტრუქტორები, უკრაინელი ჯარისკაცის რამდენჯერმე უკეთესი აღჭურვილობა და იარაღი, ახალი ძალების მრავალრიცხოვნობა. ჯარის მორალური გამოფიტვა ( რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება დაძაბულობა, გამოფიტვის ხარისხი მით უფრო იზრდება) ისეთივე დამანგრეველი ბრძოლისუნარიანობაზე, როგორც კვების ან საბრძოლო მასალების სიმწირე. გენერალური შეტევის წინ, უკრაინა გამარჯვების მოლოდინითაა მოტივირებული, რუსეთი კი კატასტროფული მარცხის შიშით დაზაფრული.
ძალებზე, საშუალებებზე და შეტევის განვითარების სავარაუდო ფაზებზე მომდევნო სტატუსში.“
თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved