მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
საინტერესო ინფორმაცია გამჟღავნდა რამდენიმე დღის წინათ.2025 წლის მაისში, ესტონეთში ჩატარებული სამხედრო წვრთვნების (სახელწოდებით “ზღარბი”) დროს, უკრაინელთა 10 კაციანმა შენაერთმა სამხედრო თამაშებში პირწმინდად “გაანადგურა” ნატო-ს 2 ბატალიონი ისე, რომ ერთი კაციც არ დაუკარგავთ.იაფფასიანი, სწრაფი დრონების მეშვეობით უკრაინელებმა შეძლეს “მოწინააღმდეგის” 17 მძიმედ შეჭურვილი ჯავშნიანი მანქანის და ტანკის მოსპობა ცოცხალ ძალასთან ერთად.უკრაინელებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მოქმედი საბრძოლო მართვის სისტემა, რომელიც სადაზვერვო ინფორმაციას მომენტალურად ამუშავებს და მაქსიმალურად მოკლე დროში ახერხებს ეფექტური დარტყმების კოორდინირებას.“We are Fucked!” – ასეთი იყო ნატო-ს შენაერთების ერთერთი მეთაურის ვერდიქტი.ამრიგად, ბრძოლის უშუალო გამოცდილებას ვერანაირი წვრთვნა ვერ ჩაანაცვლებს.ნატო-ს ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ უკრაინელი მეომრები როტაციის პრინციპით ჩაიყვანოს დასავლურ სამხედრო ბაზებზე, სადაც ისინი ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ ევროპულ სამხედრო შენაერთებს.ცხადია, უფრო გონივრული და ეფექტური იქნებოდა ამ შენაერთების წარმომადგენელთა ფრონტის ხაზზე დამკვირვებლად გაგზავნა, მაგრამ …აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ანალოგიურ ექსპერტიზას უკვე რუსებიც ფლობენ ასე თუ ისე; მას შემდეგ ხომ თითქმის ერთი წელია გასული.ამასობაში, საქართველო სერიოზულ ძალისხმევას ახორციელებს ასტრო-დრონული ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც უკვე ჩადებულია განათლების მიმდინარე რეფორმის გენერალურ გეგმაში. როგორც ჩანს, ეროვნული სპორტული ფორმის დაბრუნებასთან ერთად ეს მიმართულებაც პრიორიტეტული იქნება შემდეგი ხუთწლედისთვის.














კომენტარები