• რეკლამა
  • კონტაქტი
04:15, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საიდან ვაფინანსებთ რეგიონებს 500 მილიონით, როცა ეს თანხა ბიუჯეტში არაა? – ლილუაშვილი ღარიბაშვილს

ალია ავტორი - ალია
20:19 05-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

აპრილის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების განვითარებისთვის “500-მილიონიანი პროგრამა” წარადგინა. მთავრობის განცხადებით, 4 წელზე გადანაწილებული პროგრამა საქართველოს რეგიონების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.

პროგრამასთან კითხვები აქვს უმრავლესობიდან წამოსულ დეპუტატ ბექა ლილუაშვილს. გიორგი გახარიას ყოფილი მრჩევლის განცხადებით, მსგავს პროგრამას საქართველოს ბიუჯეტი საერთოდ არ ითვალისწინებს. შესაბამისად გაურკვეველია, თუ საიდან უნდა მოვიდეს მის დასაფინანსებლად სახსრები. ამასთან, თუკი მისი დაფინანსების წყაროა საგარეო ვალი, ის აუცილებლად IMF-თანაც უნდა შეთანხმდეს.

“ჩვენ მეგობრებო, მივიღეთ მიმდინარე წლის ბიუჯეტი, შესაბამისად, მე არ მინახავს ბიუჯეტში ცვლილების ინიციატივა ამ ახალი ფინანსური რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით; არც ის მინახავს, საიდან მოვიდა ეს ფინანსური რესურსი; თუ ეს ბიუჯეტის დეფიციტის მხრივ ფინანსდება, ეს ერთი საკითხია და მისი მნიშვნელობის სხვანაირად განსაზღვრას იწვევს; თუ ეს ვალით ფინანსდება, სად არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი საერთოდ?! პროგრამა დასრულდა, ახალ პროგრამაზე მუშაობა არ დაგვიწყია.

IMF-ის მიერ როგორ არის შეფასებული ეს 500 მილიონი, რომელზეც გაჟღერებული იყო, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში იხარჯებაო, რაც ნიშნავს ერთი მუნიციპალიტეტისთვის 1,8 მილიონის ფინანსურ რესურსებს და მე არ ვიცი, ახლა 15 000 ადამიანის დასაქმებაა უზენაესი მიზანი და ის ასობით ათასი ადამიანის უმუშევრად დარჩენას დააბალანსებს?! ეს რთული წარმოსადგენია.

საერთოდ, ამ ფულის გამოყენების პრიორიტეტულობაზე ვინ მიიღო გადაწყვეტილება?! ამ ფულით შეიძლებოდა კიდევ 3 თვით კომუნალურების სუბსიდირება მილიონზე მეტი ოჯახისთვის, 6 თვის განმავლობაში სამსახურდაკარგული ადამიანების, შშმ პირების, 65 000-მდე ოჯახის, 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახების და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის კიდევ 6 თვით გახანგრძლივება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე სადეპუტატო კითხვა გავუგზავნე მთავრობის ხელმძღვანელს, თუ საიდან მოვიდა ეს დაფინანსება და როცა ვსაუბრობთ და ვცდილობთ, საზოგადოებას ეს მხარდაჭერის პროექტი მივყიდოთ, როგორც ამოსავალი ეკონომიკური პოლიტიკისა, ჯერ დავაზუსტოთ საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია”, – განაცხადა გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.

რეგიონების განვითარების 500-მილიონიანი პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 8 ტენდერი უკვე გამოაცხადა. ამ ტენდერების ჯამური მოცულობა 160 მილიონი ლარია და მათში წინადადებების მიღება ხვალ იწყება და ორშაბათს მთავრდება. ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა პროექტები 2 წლის ვადაში უნდა დაასრულონ.

მთავრობის მიერ 26 აპრილს მიღებული დადგენილების თანახმად, წელს ამ პროგრამის დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 130 მილიონი ლარი, რომელსაც უშუალოდ მუნიციპალური განვითარების ფონდი მისი 2021 წლის ბიუჯეტიდან დაფარავს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ თანხის მხოლოდ მიზნობრიობა იცვლება. კონკრეტული X პროექტების ნაცვლად სამინისტრო Y პროექტებს დააფინანსებს.

ამ 130 მილიონი ლარის გარდა, დადგენილების მიხედვით, პროექტისთვის 2021 წელს განსაზღვრულია კიდევ 90 მილიონი ლარი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთიდან მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა ჩაურიცხოს.

წყარო – bm.ge

თეგები: ბექა ლილუაშვილიგიორგი გახარიაირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved