• რეკლამა
  • კონტაქტი
21:32, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სა­ი­დან ამ­დე­ნი ღვარ­ძლი, ბოღ­მა და სი­ძულ­ვი­ლი? შე­იძ­ლე­ბა ასეთ ადა­მი­ანს რა­ი­მე და­უ­ჯე­რო?”- ცერცვაძე კანდელაკს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
00:21 12-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ინფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ინ­ფექ­ცი­ნის­ტის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გან­ცხა­დე­ბებს პა­სუ­ხობს. კლინიკის სოციალურ გვერდზე ტექსტთან ერთად გამოქვეყნდა ზემოთ მოცემული ფოტოც.

“მთე­ლი COVID პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში ცალ­კე­უ­ლი ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთხე­ლაც არ ყო­ფი­ლან COVID კლი­ნი­კა­ში და თვა­ლით არ უნა­ხავთ არ­ცერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი COVID ავად­მყო­ფი, გა­უ­თა­ვებ­ლად აქ­ვეყ­ნე­ბენ კრი­ტი­კულ პოს­ტებს, სა­დაც ლა­მის ყვე­ლა­ფერს უწუ­ნე­ბენ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და COVID-19-თან ბრძო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად ჩაბ­მულ ექი­მებს. ეს იგი­ვეა, ომის დროს სა­კუ­თარ სახ­ლში ბუ­ხარ­თან მო­კა­ლა­თე­ბულ­მა პი­როვ­ნე­ბამ ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე მებ­რძოლ ჯა­რის­კა­ცებს თო­ფის და­ჭე­რა და საბ­რძო­ლო ტაქ­ტი­კა ას­წავ­ლოს.

ქვე­ყა­ნა­ში ამ­ჟა­მად 100-მდე COVID კლი­ნი­კაა და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლას შე­უძ­ლია თა­ვი­სი თა­ვის და ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზა­ცია ნე­ბის­მი­ერ მათ­გან­ში მო­ახ­დი­ნოს.

ცნო­ბილ­მა ექიმ­მა ბ-ნმა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა ამ დღე­ებ­ში ფე­ის­ბუქ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით “ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან”, სა­დაც ბო­რო­ტი წი­თე­ლარ­მი­ე­ლი ბრიყ­ვუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით და­ჟი­ნე­ბით სვამს კი­თხვას “შენ გა­ი­სინ­ჯე დღეს შენი დე­დი­მე­რი?”.
პოსტს თან ახ­ლავს ბ-ნი გი­ორ­გის რა­მო­დე­ნი­მე ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი თა­ნა­მო­აზ­რის ირო­ნი­ულ/ცი­ნი­კუ­რი კო­მენ­ტა­რი და ღლი­ცი­ნი D-დი­მე­რის გა­მოკ­ვლე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბის თე­მა­ზე. მინ­და გარ­კვე­ვით ვუ­თხრა ბ-ნ გი­ორ­გის, მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს (კი­დევ კარ­გი ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი არი­ან) და მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ D-დი­მე­რი, ზო­გი­ერთ სხვა მარ­კერ­თან (კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა, თრომ­ბო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და სხვ.) ერ­თად წარ­მო­ად­გენს COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში თრომ­ბო­ზის და თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბის რის­კის შე­ფა­სე­ბის, დი­აგ­ნოს­ტი­კის, პრე­ვენ­ცი­ი­სა და კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მაჩ­ვე­ნე­ბელს. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წამ­ყვან ქვე­ყა­ნა­ში (სა­ქარ­თვე­ლოს ჩათ­ვლით) და ყვე­ლა კლი­ნი­კა­ში სის­ხლში D-დი­მე­რის გან­სა­ზღვრა უტარ­დე­ბა უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID პა­ცი­ენტს, აგ­რეთ­ვე ჰოს­პი­ტალს გა­რეთ დარ­ჩე­ნილ იმ პა­ცი­ენ­ტებს, ვი­საც აღე­ნიშ­ნე­ბა თრომ­ბო­ზის და თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი. ასეთ­მა მიდ­გო­მამ და ადექ­ვა­ტურ­მა ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ურ­მა თე­რა­პი­ამ ათე­ულ და ასე­უ­ლი ათა­სო­ბით COVID ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლომ ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ის ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მის გაზ­რდილ რის­კზე და მისი პრე­ვენ­ცი­ი­სა და მარ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რა­მაც მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბით სიკ­ვდი­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, ხოლო ჰოს­პი­ტალს გა­რეთ, დღე­საც კი, COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს, მა­შინ რო­დე­საც ევ­რო­პის და ამე­რი­კის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში ასე­თე­ბი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ბ-ნი გი­ორ­გის პას­კვი­ლი სცდე­ბა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის და არა­კო­რექ­ტუ­ლო­ბის ფარ­გლებს და და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს, რა­მე­თუ იწ­ვევს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ნი­ჰი­ლიზმს, უნ­დობ­ლო­ბას ექი­მე­ბის და ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­მართ და ბევრ მათ­განს (ვინც უარს იტყვის აღ­ნიშ­ნულ გა­მოკ­ვლე­ვა­ზე) პო­ტენ­ცი­უ­რად სა­სიკ­ვდი­ლოდ წი­რავს.

ბ-ნმა გი­ორ­გიმ ან მარ­თლა არ იცის COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში ამ გა­მოკ­ვლე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ან შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის, მაგ­რამ მოქ­მე­დებს პრინ­ცი­პით “რაც უა­რე­სი, მით უკე­თე­სი”. სამ­წუ­ხა­როდ, ბ-ნი გი­ორ­გის­გან ასე­თი რამ ად­რეც არა­ერ­თგზის გვახ­სოვს. სხვა­დას­ხვა დროს იგი და­უ­ფა­რა­ვი კმა­ყო­ფი­ლე­ბით და ნიშ­ნის მო­გე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ამა თუ იმ მე­დი­კა­მენ­ტმა, მაგ. რემ­დე­სი­ვირ­მა, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო იმე­დის თვა­ლით შეჰ­ყუ­რებ­და და ჯე­რაც შეჰ­ყუ­რებს, ვერ გა­ა­მარ­თლა (რა არის ამა­ში სა­სი­ხა­რუ­ლო? ვაქ­ცი­ნა­მაც რომ არ გა­ა­მარ­თლოს, უნდა გაგ­ვი­ხარ­დეს?).

აკ­რი­ტი­კებს კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბას COVID ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. “ნონ­სენ­სად” და “და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბად” მო­იხ­სე­ნი­ებს ე.წ. COVID სას­ტუმ­რო­ე­ბის (რო­გორც შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლის) გა­მო­ყე­ნე­ბას შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის იზო­ლა­ცი­ის, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბი­სა და მარ­თვის­თვის. არა­და, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი “ნოუ ჰაუ” და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. ლა­პა­რა­კობს ექი­მე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრივ ღია კო­რუფ­ცი­ა­ზე?! შეც­დო­მად უთ­ვლის ქვე­ყა­ნას, რომ შვი­დი თვის მან­ძილ­ზე ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დით COVID ავა­დო­ბის და სიკ­ვდი­ლო­ბის ძა­ლი­ან და­ბალ მაჩ­ვე­ნებ­ლებს. ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე ამ­ბობს, რომ ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნით მკურ­ნა­ლო­ბით ასე­უ­ლო­ბით COVID პა­ცი­ენტს ვავ­ნეთ?! ხოლო რემ­დე­სი­ვირ­ზე (რო­მე­ლიც ჯერ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნი­ლიც კი არ არის) “ცხვი­რი წა­ვი­ტე­ხეთ”. ცი­ნი­კუ­რად აპ­რო­ტეს­ტებს ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ პირ­ბა­დე­ე­ბის ღია სივ­რცე­ში გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო COVID პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ან სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნევს.

სი­ტყვა-სი­ტყვით მოგ­ვყავს მისი ცი­ტა­ტა “თქვე­ნო მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­სო­ბავ, სა­ერ­თოდ სუნ­თქვაც ხომ არ შევ­წყვი­ტოთ და კო­რო­ნა­ვირუ­სიც შე­წყვეტ­და გავ­რცე­ლე­ბას? ჰა??” ანუ, ისევ იგი­ვე პრინ­ცი­პი – “რაც უა­რე­სი, მით უკე­თე­სი”. შე­იძ­ლე­ბა ასეთ ადა­მი­ანს რა­ი­მე და­უ­ჯე­რო? სა­ი­დან ამ ახალ­გაზ­რდა კაცს ამ­დე­ნი ღვარ­ძლი, ბოღ­მა და სი­ძულ­ვი­ლი?

თა­ვის მო­რიგ პოს­ტში ბ-ნი გი­ორ­გი აკ­რი­ტი­კებს ა.წ. 15 ივ­ლისს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის გა­იდ­ლა­ინს. მინ­და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნი სწო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში იძ­ლე­ვა COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ხოლო თუ ბ-ნმა გი­ორ­გიმ რა­ი­მე ვერ გა­ი­გო, ან არ უნდა გა­ი­გოს, ეს მისი პრობ­ლე­მაა. ამას­თან, ჩვენ მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვართ COVID კლი­ნი­კებ­თან და ვაწ­ვდით მათ უახ­ლეს რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

სხვა­თა­შო­რის, COVID-19-ის მარ­თვა­ში ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით გა­დარ­ჩე­ნი­ლი გვყავს არა­ერ­თი უმ­ძი­მე­სი, პრაქ­ტი­კუ­ლად სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტი. მინ­და ბ-ნ გი­ორ­გის ვუ­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­საც ის კი­თხუ­ლობს და წერს, ჩვენც ვი­ცით და ისიც ვი­ცით, რაც მან არ იცის. სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და­დას­ტუ­რე­ბაა ის ფაქ­ტი, რომ დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­შიც კი ქვე­ყა­ნას აქვს ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის სიკ­ვდი­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (0,92%). უამ­რა­ვი ტელე­ხი­დი, ტე­ლე­კონ­სულ­ტა­ცია და კონ­სი­ლი­უ­მი ეწყო­ბა, წამ­ყვა­ნი უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ჯერ არ მახ­სოვს, რომ ცალ­კე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ან ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის პრინ­ცი­პებ­ზე უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა არ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყოს.

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კი­დან გა­წე­რის კრი­ტე­რი­უ­მებს, რო­მელ­საც ბ-ნი გი­ორ­გი ასე­ვე აკ­რი­ტი­კებს, მან უნდა იცო­დეს, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი სა­დღე­ი­სოდ რე­გუ­ლირ­დე­ბა არა წი­ნამ­დე­ბა­რე გა­იდ­ლა­ი­ნით, არა­მედ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ა.წ. 29 ოქ­ტომ­ბრის ბრძა­ნე­ბით, სა­დაც მკა­ფი­ოდ წე­რია, რომ COVID პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კი­დან გა­წე­რა და სა­ი­ზო­ლა­ციო სივ­რცე­ში გა­დაყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ ვა­და­ზე კლი­ნი­კის ორი ექი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. სხვა­თა­შო­რის, ის ფაქ­ტი, რომ უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცენ­ტი უპი­რა­ტე­სად 5-10%, მაქ­სი­მუმ 15%-ია, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია უფრო მეტ პა­ცი­ენტს არ სჭირ­დე­ბა.

უბ­რა­ლოდ, თი­თო­ე­უ­ლი ქვე­ყა­ნა ამას არე­გუ­ლი­რებს კონ­კრე­ტუ­ლი მო­მენ­ტის­თვის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი COVID სი­ტუ­ა­ცი­ის და არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სის (სა­წოლ­ფონ­დის) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. იგი­ვე პრინ­ცი­პე­ბით ცდი­ლობს იხელ­მძღვა­ნე­ლოს სა­ქარ­თვე­ლოც. თუმ­ცა ეს იოლი არ არის, რად­გან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცენ­ტის შემ­ცი­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ავად­მყო­ფე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას­თან და ჰოს­პი­ტალს გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტის სიკ­ვდი­ლო­ბის გაზ­რდილ რისკთან. ასე მა­გა­ლი­თად, ინ­გლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლილ­თა მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის 10% (ყო­ვე­ლი მე­ა­თე) მო­დის ჰოს­პი­ტალს გა­რეთ დარ­ჩე­ნილ COVID პა­ცი­ენ­ტებ­ზე, მა­შინ, როცა ჩვენ­თან ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ერ­თე­უ­ლია. ჩვენ ვცდი­ლობთ მოვ­ძებ­ნოთ რა­ღაც ოქ­როს შუ­ა­ლე­დი, რათა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე არ დარ­ჩეს პა­ცი­ენ­ტი, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა და თან კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი ზედ­მე­ტად არ გა­და­იტ­ვირ­თოს.აი, ასე­თია სი­ნამ­დვი­ლე­ში “ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა”,-აცხა­დებს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

თეგები: თენგიზ ცერცვაძეინფექციონისტი გიორგი კანდელაკიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved