• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საია ნინო დათაშვილზე: აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენონ ბრალდებულის დასასჯელად

ალია ავტორი - ალია
12:21 06-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქტივისტ ნინო დათაშვილის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მის წინააღმდეგ გამოყენებული პატიმრობა სასამართლოს ბრალდებულის დასასჯელად არ უნდა გამოეყენებინა.

მათივე თქმით, საიასთვის უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება ან რაიმე სახის შიდა მოკვლევა მანდატურის სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბოლო პერიოდში აქციების კონტექსტში დაკავებული დემონსტრანტების პროცესებზე დასწრების მიზნებისთვის სასამართლოში მყოფი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებზე.

“მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აქტივისტ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ ნინო დათაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა. სხვა რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, აღნიშნული მუხლი 2025 წლის 6 თებერვლის ცვლილებებით დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიმართული არ უნდა იყოს ბრალდებულის დასჯისკენ. სასამართლომ, უნდა იმსჯელოს ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე და მხოლოდ მაშინ, როდესაც ვერცერთი სხვა აღკვეთის ღონისძიების სახე ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, საგამონაკლისოდ, გამოიყენოს პატიმრობა”, – წერს საია.

სამოქალაქო განათლების პედაგოგი, აქტივისტი ნინო დათაშვილი 21 ივნისიდან „ქართული ოცნების“ ტყვეთა და სინდისის პატიმრების რიგებში უკვე ოფიციალურად გაამწესეს. სისტემამ ამჯერად გადაწყვეტილება მორიგი ახალდანიშნული მოსამართლის, ეკა ბარბაქაძის პირით მიიღო.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved