• რეკლამა
  • კონტაქტი
12:24, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საია მოუწოდებს შსს-სა და პროკურატურის უფლებამოსილ პირებს, დაიცვან შეკრების თავისუფლება, ნაცვლად მასში უკანონო ჩარევისა

ალია ავტორი - ალია
15:03 02-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დღეს, Tbilisi Mall-ის მიმდებარედ დაგეგმილი მასშტაბური აქციის ფონზე, შსს-სა და პროკურატურის უფლებამოსილ ყველა პირს მოუწოდებს, დაიცვან შეკრების თავისუფლება ნაცვლად მასში უკანონო ჩარევისა.

TI-ის შეფასებით, „ქართული ოცნების” წინარე ქმედებები მოწმობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმის ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო გამოყენების პრაქტიკას, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის შეკრების თავისუფლებას.

“დღეს, 16:00 საათზე, თბილისში, Tbilisi Mall-ის მიმდებარედ დაგეგმილი მასშტაბური დემონსტრაციის კონტექსტში “ქართული ოცნების” წინარე ქმედებები მოწმობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმის ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო გამოყენების პრაქტიკას, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის შეკრების თავისუფლებას.

გუშინ, 1 თებერვალს, აქტივისტების, მათ შორის, ილო ღლონტის, ნენსი ვოლანდისა და ისაკო დევიძის, საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა-ამოღება. როგორც შემდგომ გამოკითხული აქტივისტები აცხადებენ, მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება პირდაპირ უკავშირდებოდა დღევანდელ შეკრებას. საგამოძიებო მოქმედებებს რიგ შემთხვევაში (ნენსი ვოლანდისა და ისაკო დევიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად) თან ახლდა სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან.

მშვიდობიანი პროტესტის წინასწარ დანაშაულად ან სამართალდარღვევად წარმოჩენა ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებებს და ქმნის დაშინების (მსუსხავ) ეფექტს (chilling effect), რაც საზოგადოებაში პროტესტის ჩახშობისა და კრიტიკული აზრის დათრგუნვის მექანიზმად გარდაიქმნება.

სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარა დემონსტრანტების წინააღმდეგ როგორც კანონიერების, ისე პროპორციულობის პრინციპის უხეში დარღვევაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გზის გადაკეტვა და საზოგადოებრივი სივრცის დროებითი შეზღუდვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში არ განიხილება თავისთავად კრიმინალურ ქმედებად, არამედ მშვიდობიანი პროტესტის თანმდევ ეფექტად.

სამართალდამცავი ორგანოების, როგორც შსს-ს, ისე პროკურატურის, ვალდებულებაა, შეინარჩუნონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლების რეალიზება.

ამ შემთხვევაში დემონსტრანტების მიმართ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს წარმოადგენს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.

ასევე, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც „Publika“-ს მიმართ გაკეთებული მუქარით ცდილობს, შეაჩეროს კრიტიკული მედიის საქმიანობა. ეს არ არის მისი პირველი მცდელობა, კერძოდ, 2023 წელს მან მსგავსი თავდასხმა განახორციელა „OC Media“-ს წინააღმდეგ, რაც იმავე ტენდენციის ნაწილია. პოლიტიკური ფიგურის მხრიდან მსგავსი განცხადებები, არა მარტო, ხელყოფს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ახალისებს მედიაზე უკვე არსებულ ძალადობრივ გარემოს.

საქართველოში ჟურნალისტები არიან ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლნი, რაც გამოიხატება როგორც ხელისუფლების მიერ რეპრესიული რიტორიკის გამოყენებაში, ისე კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ მუქარისა და ძალადობის ფაქტების ზრდაში, რაზეც დამნაშავე პირები დაუსჯელობის გარანტიებით სარგებლობენ.

აღსანიშნავია, რომ, ამ მოვლენების პარალელურად, გუშინ, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზიანდა ტვ პირველის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი, რომელმაც სერიოზული დაბრკოლება შეუქმნა არხის უწყვეტ მაუწყებლობას. ამ დროისთვის არხი ახერხებს მაუწყებლობას და ქსელი აღდგენილია, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კრიტიკული მედიის შეუფერხებელი ფუნქციონირება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ელემენტია, და ნებისმიერი ხელის შეშლა ან შეფერხება პირდაპირ აისახება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.

საია მოუწოდებს ყველა უფლებამოსილ პირს, შეწყვიტონ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების პოლიტიზაცია და სამართალდამცავი ორგანოების ინსტრუმენტალიზაცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ.

საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების მიზანმიმართული შემცირება პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებს, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების პერსპექტივით, ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს,” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved