ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირთან დიალოგი გაიმართება.
ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს, ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით,” – აღნიშნულია განცხადებაში.
















კომენტარები