• რეკლამა
  • კონტაქტი
04:04, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საგანგებო პოლიტსაბჭოს სხდომა “ოცნებაში” – მზადება პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის?

ალია ავტორი - ალია
12:34 03-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
201

საგანგებო შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში – პრეზიდენტ ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებების შემდეგ, მმართველმა პოლიტსაბჭოს სხდომა ჩანიშნა.

სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” პრეზიდენტისთვის პოლიტიკური განაჩენის გამოსატანად ემზადება. “პირველების ” ინფორმაციით, საუბრის მთავრი თემა სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები იქნება.

“ქართულ ოცნების” წევრები, ღიად არ საუბრობენ, რომ მათი მიზანი იმპიჩმენტია, თუმცა დღეს გურამ მაჭარაშვილმა ზურაბიშვილს ფუნქცია-მოვალეობები შეახსენა.

მგონია, რომ აქ ყველაფერი გავარკვიეთ, იყო გარკვეული ტიპის არასწორი კომუნიკაცია, შეიძლება ამას დავარქვათ ის, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე პრეზიდენტს აქვს ის უფლება-მოსილებები რაც აქვს. მას მმართველობითი ფუნქციები არ აქვს. ჩვენ არავისთან არ ვეძებთ კონფრონტაციებს. ეს ჩვენი სტილი არ არის. პირიქით, გვინდა, აბსოლუტურად ჯანსაღი კომუნიკაცია ყველა ორგანოსთან. მით უფრო ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუტთან, როგორიც საქართველოს პრეზიდენტი”- თქვა დეპუტატმა. 

რაც შეეხება ოპოზიციას, გახარიას გუნდში ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთოს, თუმცა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას თავისი პროცედურები აქვს.

“ქართულ ოცნებას ხმების2/3 სჭირდება, მმართველი პარტია ქალბატონი პრეზიდენტის იზოლირებას ცდილობს. მათთვის ყველა და ყველაფერი მიუღებელია, ვინც მის პარტიულ ვერტიკალში სრულად არ არის დაქვემდებარებული. როდესაც მმართველი პარტია, რაღაცას აფუჭებს, ყოველთვის ასეთი ფორმალისტური ომების წამოწყებას ცდილობს, ასეთ ვითარებაში ეს ძალიან დიდი სირცხვილია”- განაცხადა ანა ბუჩუკურმა. 

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია კი ამბობს, რომ თუ “ქართული ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარს გააგრძელებს, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ ის რეალურად რუსული ინტერესების გამტარებელია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, ექსპერტებიც ამბობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება იმპიჩმენტამდე მივიდეს.

გიორგი რუხაძის თქმით, თუ მმართველი პარტია ასეთ პროცედურებს დაიწყებს, რს ძალიან აშკარა გზავნილი იქნება ყველასთვის, რომ “ოცნება” რუსეთის მსგავსად მარტო რჩება და მას მოკავშირე აღარავინ დარჩება.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ქართული ოცნება” ამხელა სკანდალზე წავიდეს, მაგრამ გამორიცხულიც არაფერი არ არის. როგორც ჩანს ეს დაპირისპირება კულისებს მიღმა იყო, მაგრამ ახლა უკვე აშკარად გამოვიდა სცენაზე”- თქვა გიორგი რუხაძემ. 

“იმპიჩმენტის პროცესით, “ქართული ოცნება” თავს გაიბანძებს”– ეს განცხადება კი ხათუნა ლაგაზიძემ გააკეთა.

ექსპერტი ამბობს, რომ ხელისუფლების მინიშნებები ემოციური ნიადაგით იყო ნაკარნახევი.

პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ღარიბაშვილის და კობახიძის გუნდი საერთაშორისო ვიზიტების დაბლოკვაში დაადანაშაულა.

გაირკვა, რომ მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს ლიდერები ომის შესაჩერებლად  მოლაპარაკებებს მართავდნენ, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს ბრიუსელში ,პარიზში, გერმანიასა და პოლონეთში ვიზიტბი გააუქმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved