დღეს ამოიწურა საგანგებო მდგომარეობის დაწესებული ვადა.
პრემიერმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ მიმართა პრეზიდენტს, 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ. თუმცა ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ 10 მაისამდე კი არა, 22 მაისამდე გაგრძელდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.
დღეს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებას, პრემიერის მრჩეველი ავრცელებს:
ფართოვდება კლასტერები, ქვეყანა შიდა გავრცელების ეტაპზეა და 2-3 კვირის განმავლობაში, ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში ვიქნებით.
საგანგებო მდგომარება გრძელდება, ოღონდ შეგვიძლია შევამსუბუქოთ შეზღუდვები, ორშაბათიდან 27 აპრილიდან, დაიწყება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის მოიხსნა.
პრემიერის მრჩეველს არ დაუკონკრეტებია, გრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობასთან ერთად კომენდანტის საათი, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მას არაფერი უთქვამს კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ, სავარაუდოდ, იგულისხმა, რომ 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობასთან ერთად რჩება კომენდანტის საათიც.
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გრძელდება.
კომენტარები