• რეკლამა
  • კონტაქტი
19:17, შაბათი, 25 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას – სახალხო დამცველი

ალია ავტორი - ალია
11:17 05-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას, რასაც ბოლო დროინდელი თავდასხმებიც ცხადყოფს – ამის შესახევ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. 

ამასთან, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კვლავ პრობლემურია ლგბტ+ ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებსა და თანამდებობის პირებს, რომ ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებსა თუ სამართალდარღვევებზე.

“17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ლგბტ+ ადამიანები, თემის აქტივისტები და მხარდამჭერები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობას და მათ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ლგბტ+ თემის ხილვადობის გაზრდასთან ერთად, იმატებს თემის წარმომადგენელთა მიმართ უფლებადარღვევის ფაქტები, რასაც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება ახლავს თან. ლგბტ+ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის და ხედვის არარსებობა ახალისებს მათ მიმართ ჩადენილ უფლებადარღვევებს, მათ შორის, დისკრიმინაციულ დანაშაულებს.

საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას, რასაც ბოლო დროინდელი თავდასხმებიც ცხადყოფს. ლამის ყოველდღიურ ხასიათს იძენს ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე მომუშავე პირთა მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოფისების დაზიანება და სხვა სამართალდარღვევები.

კვლავ პრობლემურია ლგბტ+ ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. აქტივისტები, წლებია, 17 მაისს უსაფრთხოდ შეკრებისთვის საჯარო სივრცეების მოსაპოვებლად იბრძვიან. ვინაიდან სახელმწიფო ულტრა მემარჯვენე ჯგუფებისგან მათ სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს, აქტივისტებს ყოველ ჯერზე უწევთ შეკრების ადგილის, დროის და ფორმატის ცვლილება, რაც პროტესტს ძირითად არსს აცლის და რისკის ქვეშ აყენებს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას.

სახელმწიფოს სამართლებრივმა და პოლიტიკურმა უმოქმედობამ, ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დაამძიმა თემის (ისედაც მძიმე) სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა. ჯანდაცვასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფა თუ სხვა საჭიროებები საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩა. შედეგად, თემის ნაწილი უსახლკარობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ნაწილს კი ჰომოფობიურად განწყობილ ოჯახებში მოუწია დაბრუნება, რამაც ისინი ოჯახში ძალადობის საფრთხის წინაშე დააყენა.

განსაკუთრებით რთულია ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. სოციალურ ცხოვრებაში არსებით სიძნელეებს ქმნის კანონმდებლობის ჩანაწერი, რომელიც პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლისთვის ტრანსგენდერი ადამიანებისგან სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას მოითხოვს. დასაქმებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები განსაკუთრებით მძიმედ სწორედ ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და თანამდებობის პირებს, ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებსა თუ სამართალდარღვევებზე; დაგეგმონ ღონისძიებები საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით; გააკეთონ დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტ+ თემის მხარდამჭერი საჯარო განცხადებები” – აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved