• რეკლამა
  • კონტაქტი
03:28, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საგანგაშო სტატისტიკა! – იანვრიდან დღემდე ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა 2127 პირს, აქედან 28 ქალი და 5 არასრულწლოვანია

ალია ავტორი - ალია
14:17 09-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 2127 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა, აქედან 28 ქალი და 5 არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ნარკოტიკულ თრობაზე 3047 პირი შეამოწმეს, აქედან 12 არასრულწლოვანი და 64 ქალია.

უფრო კონკრეტულად, იანვარში შემოწმებული 299 პირიდან დადასტურებული თრობა 198-ს აქვს; თებერვალში 317 შემოწმებულიდან ნარკოტიკული თრობა 221-ს დაუდასტურდა, აქედან 2 ქალია; მარტში – 444 შემოწმებულიდან ნარკოტიკული თრობა 292-ს აქვს დადასტურებული, აქედან 5 ქალს; აპრილში შემოწმებული 404 პირიდან თრობა 277-ს დაუდასტურდა, აქედან 6 ქალია; მაისში ამავე სამსახურმა 420 პირი შეამოწმა, აქედან ნარკოტიკული თრობა 291-ს აქვს დადასტურებული, მათ შორის 9 ქალს; ივნისში 391 პირი შეამოწმეს, აქედან თრობა 282-ს დაუდასტურდა, დადასტურებულ პირთა შორის 1 ქალია; ივლისში 413 შემოწმებული პირიდან თრობა 319-ს დაუდასტურდა აქედან 3 ქალს.

რაც შეეხება აგვისტოს მონაცემებს, 2022 წლის აგვისტოში ექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 247 პირის ნარკოტიკული თრობაა დადასტურებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აგვისტოში, ჯამში, 359 პირი შეამოწმეს, აქედან 8 ქალი, თუმცა, ნარკოტიკული თრობა მხოლოდ 2 ქალს და 245 მამაკაცს დაუდასტურდა.

აღსანიშნავია, რომ შემოწმებულ პირთაგან ერთი არასრულწლოვანი იყო, თუმცა, მას ნარკოტიკული თრობა არ დადასტურებია. უფრო კონკრეტულად, გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში თბილისში ნარკოტიკულ თრობაზე 101 პირი შეამოწმეს, აქედან ნარკოტიკული თრობა 78-ს დაუდასტურდა. დადასტურებულ პირთა შორის ერთი ქალია 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში. აღნიშნულ პერიოდში, იმერეთში ჯამში 35 პირი შეამოწმეს, აქედან ნარკოტიკული თრობა 15-ს დაუდასტურდა. აჭარაში 71 შემოწმებული პირიდან ნარკოტიკული თრობა 45-ს აქვს დადასტურებული, მათ შორის ერთი ქალია. კახეთში შემოწმებული 18 პირიდან ნარკოტიკული თრობა 14-ს დაუდასტურდა; გურიაში 21 შემოწმებული პირიდან ნარკოტიკული თრობა 16-ს აქვს დადასტურებული; სამეგრელოში შემოწმებული 48 პირიდან ნარკოტიკული თრობა 40-ს დაუდასტურდა; სამცხე-ჯავახეთში შემოწმებული 4 პირიდან 2-ს დაუდასტურდა; ქვემო ქართლში შემოწმებული 12 პირიდან კი, 10 აქვს დადასტურებული; შიდა ქართლში შემოწმებული 49 პირიდან ნარკოტიკული თრობა 27-ს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 4225 პირი შეამოწმეს, ნარკოტიკული თრობა 2689-ს დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა.

რაც შეეხება არასრულწლოვნებს, 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათ შორის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქედან ნარკოტიკული თრობა 19-ს აქვს დადასტურებული 17 – ბიჭს და 2 – გოგოს.

თეგები: ნარკოტიკისტატისტიკა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved