„ოცნების“ შაბათ-კვირის მორიგემ, ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯომში, ჟურნალისტებთან განაცხადა:
„საერთოდ, მე ამ კანონის მიმართ… ეს ჩემი პირადი აზრია… ეს არ არის პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც ხდება ასე ვთქვათ ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, მე ამას, როგორც მოქალაქე არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება, ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა. […] მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, თუ ამერიკის თუ, აფრიკის თუ აზიის, მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი, აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი მეგობრებო, ამაზე უნდა იყოს საუბარი. […] როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე”
კომენტარები