• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სადაც უნდა ჩააბაროთ მაინც ამოვიცნობ, დანიშნული მქონდა! – ავტომანქანაზე ოთხივე საბურავი მომიხსნეს” – მოქალაქე

ალია ავტორი - ალია
15:09 03-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
268

მოქალაქე დარინა ვარშანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 6 მარტს, მისი პირადი ავტომობილი გაძარცული დახვდა. ავტომანქანაზე ოთხივე საბურავი მოხსნილია.

„დავით მიქელაძის ქუჩაზე, კერძო სახლის წინ მეყენა ავტომობილი, რადგან საპარკინგე ადგილი ყოველთვის დაკავებულია, ჩემს კორპუსს კი არც შიდა ეზო აქვს და არც შიდა პარკინგი. ყოველთვის კორპუსის წინ ვაყენებდი ხოლმე ავტომანქანას და ამის გამო ყოველდღე 10-ლარიანი ჯარიმა მომდიოდა.

თვეში 120 ლარიც კი გადამიხდია ამის გამო. ახლა დავაყენე უკანა ჩიხში და აი, ასეთი შედეგი დადგა.

დილით, დაახლოებით 12:00 საათისთვის ბავშვთან ერთად მივედი ავტომობილთან და დამხვდა ამ მდგომარეობაში. ოთხივე საბურავი მოხსნილი აქვს მანქანას“.

„დავრეკე 112-ში, მოვიდნენ გადაიღეს ფოტოები, გამომკითხეს განყოფილებაში და ველოდები მათგან რეაგირებას“, – ამბობს დარინა.

დარინა ვარშანიძის თქმით, კერძო სახლზეა ვიდეოსათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და იმედი აქვს, რომ ამ პირების იდენტიფიცირება მოხდება.

„ფაქტია, რომ ქურდებმა პატარა ბავშვთან ერთად დამტოვეს ქუჩაში, მანქანის გარეშე. ალბათ სხვა ადამიანებმაც უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რომ არ აღმოჩნდნენ  მსგავს მდგომარეობაში“, – ამბობს დარინა ვარშანიძე.

დარინა, სოციალურ ქსელში, წერს:

მეგობრებო არ დატოვოთ მანქანა არასაპარკინგე ზონაში, მომრავლდა ქურდობები, არ შეცდეთ ჩემსავით…ვინც ეს გააკეთა იქნება სინდისი ეყოს და დააბრუნოს ეს საბურავები, სადაც არ უნდა ჩააბაროთ მაინც ამოვიცნობ დანიშნული მქონდა!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved