• რეკლამა
  • კონტაქტი
18:35, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სადაც ქრისტეს ძალა მოქმედებს, იქ აღარ არის სიკვდილი – მეუფე შიო

ალია ავტორი - ალია
15:28 10-22-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა, რომ „ქრისტეს ძალას არა მარტო სხეულის, არამედ სულიერად მომკვდარი ადამიანის გაცოცხლება და აღდგინებაც შეუძლია“. მისივე თქმით, „სადაც მოქმედებს ძალა ქრისტესი, იქ აღარ არის სიკვდილი, ვინაიდან უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

პატიოსანნო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ეპიზოდი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე მიდის კაპერნაუმიდან ქალაქ ნაინში და როგორც ხშირად ხდებოდა, მასთან ერთად არიან მისი მოწაფეები და მას ახლავს მრავალი ადამიანი. აი, როდესაც ისინი უახლოვდებიან ქალაქის კარიბჭეს, მათ შემოხვდებათ სამგლოვიარო პროცესია, ასაფლავებდნენ ქვრივი ქალის ერთადერთ ვაჟიშვილს და ადვილი წარმოსადგენია, რა დიდი მწუხარებით სავსე მოდიოდა ეს ქალი. უფალი იესო ქრისტე შეაჩერებს ამ მსვლელობას, მას შეებრალება ეს ქვრივი, მიდის მასთან და ეტყვის: „ნუ სტირი“. შემდეგ შეეხება კუბოს და იტყვის: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდექ!“ ეს მიცვალებული წამოჯდება, ალაპარაკდება და მას სიცოცხლე უბრუნდება.

აი, სად გამოვლინდა ძალა ქრისტესი, ძალა, რომელსაც შეუძლია მკვდარი სხეულის აღდგინება… მაგრამ ქრისტეს ძალას არა მარტო სხეულის, არამედ სულიერად მომკვდარი ადამიანის გაცოცხლება და აღდგინებაც შეუძლია. სადაც მოქმედებს ძალა ქრისტესი, იქ აღარ არის სიკვდილი, ვინაიდან უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა, როგორც ამბობს იგი: „მე ვარ აღდგომა და მე ვარ სიცოცხლე!“

აი, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში წმინდა ისაია წინასწარმეტყველი წერდა, რომ იმჟამად ადამიანები სიბნელესა და სიკვდილის აჩრდილში მკვიდრობდნენ; ანუ ეს სიკვდილის ძალა ვრცელდებოდა მთელ მსოფლიოზე, ყოველ ადამიანზე, მაგრამ ეს იყო მაშინ, – როგორც ამბობს წმინდა ისაია, – როდესაც ბნელსა შინა ვიდოდა კაცობრიობა. შემდეგ კი ამ ბნელში მავალ ხალხს გამოუბრწყინდა დიდი ნათელი, როდესაც კაცობრიობას მოევლინა მხსნელი, განკაცებული ძე ღვთისა, უფალი იესო ქრისტე და სადაც არის მისი ნათელი (ეს ნათელი, რომელზეც წინასწარმეტყველი საუბრობს), იქ არის ნამდვილი სიცოცხლე, იქ არის ნამდვილი სიყვარული და სადაც არის იესო ქრისტე, იქ არის ეს ნათელი; და სადაც არის ეს ნათელი, იქ სუფევს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, რა საქმესაც უნდა ვიწყებდეთ, რა ცოდნასაც უნდა ვეუფლებოდეთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის ეს სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და მე ვარ სიცოცხლე!“ და მაშინ ყოველი ჩვენი საქმე იქნება დალოცვილი, ჩვენი ცხოვრება იქნება ნამდვილი, მადლიანი და ჩვენ გამოვალთ ამ სიკვდილის აჩრდილიდან, რომელშიც ცხოვრობდნენ ადამიანები ქრისტეს გარეშე იმჟამადაც და რომლის გარეშეც ცხოვრობენ ადამიანები დღესაც.

კიდევ იმაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, რომ უფალი იესო ქრისტე ასე ხშირად ეგებება ნაინის კარიბჭესთან ადამიანებს, სულით და გულით მომკვდარ ადამიანებს; დავფიქრდეთ იმაზე, რომ ვინ იცის, იქნებ მრავალი ჩვენგანიც არის ხოლმე აი, ასე სულიერად მკვდარი ადამიანის მდგომარეობაში ჩვენს ნაინის ქალაქის კარიბჭესთან, მაგრამ გული არასდროს უნდა გავიტეხოთ, სასო არ წარვიკვეთოთ, ვინაიდან იქ ყოველთვის გვეგებება უფალი და ყოველთვის იქვე გაისმის მისი ხმა: „ნუ სტირი“ და „ამინ გეტყვი თქვენ, რომელმან ისმინოს სიტყვანი ჩემნი, და რომელსა რწმენეს მომავლინებელი ჩემი, გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად, ამინ!“

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved