პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი:
აი რაზე უნდა იყოს დღეს შემართული მთელი სახელმწიფო,რომ გვქონდეს იგი რათქმა უნდა. საზღვაო ბაზის გახსნა რუსეთისა ოჩამჩირეში ეს სრული გეოპოლიტიკური კატასტროფაა არა მარტო ჩვენთვის, არამედ გლობალური უსაფრთხოოებისათვის შავი და ხმელთაშუა ზღვის მთელ რეგიონში ატლანტიკამდე. სადაა მოთხოვნა ამ ფაქტზე, თუნდაც გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევაზე? სადაა საგარეო საქმეთია სამინისტროს,ან პრემიერ-მინისტრის განცხადება? თუ მარტო ამერიკისა და ევროპის ლანძღვა შეუძლიათ მოსკოვური ლიცენზიით. სადაა თუნდაც ვითომ იმპიჩმენტირებული პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია?
კომენტარები