• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სადაა ,,კარვების ქალაქი,, სადაა ,,საკანი” – ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:08 02-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

“სურათებს, რომელსაც მიგზავნიდნენ, არ ვხსნიდი, იმიტომ რომ საშინელებად მიმაჩნია ასეთი პიროვნების ამგვარი სურათები…
მაგრამ…
დღეს იმდენი იყო, რომ მომიწია ნახვა და შოკისმომგვრელია ეს ყველაფერი.

ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკში ექცეოდნენ ასე ადამიანებს.
ესაა ფაშიზმის უსასინლესი გამოხატულება,
ესაა ადამიანთმოძულეობის სურათი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი აღიქვამს ,,ჩვეულებრივად,,
,,ღირსია,,
,,აბა რა ეგონა,,

სამარცხვინოებაა ეს და ეს ყველასი სამარცხვინოებაა.
კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო რომ,
თუ ის ფოტოები არაა ფოტოშოპი, ესაა აბსოლურტური ფასეულობრივი და მორალური კატასტროფა.

არ მესმის უბრალოდ სადაა ის ადამიანები, რომლებიც მას ინახულებდნენ?
მათ ხომ იციან ეს სიტუაცია?
სადაა ის მამაკაცები და სრულწლოვნები, რომლებიც ითვლებიან საქართველოში მის სამეგობროდ, მის ადვოკატებად, მის პარტიად, მის ოჯახად???

ძალიან ვიყავი დარწმუნებული, რომ მიშა სააკაშვილის ხელშია ბიძნიას მომავალი და ამიტომ არ მოკლავდა.
აი ამაში დარწმუნებული ვიყავი.
ამ სურათების ნახვის მერე უკვე დავრწმუნდი, რომ კლავს აშკარად.
არაა გამორიცხული რომ ექიმების სირეგვენემ და სრულმა უვიცობამ გამოიწვია ეს სიტუაცია, არ ეგონათ, მართლა არ ეგონათ ასე თუ იყო მდგომარეობა.
ეს არაა გამორიცხული ქვეყანაში, სადაც ექიმის დიპლომს იღებს ადამიანი, რომელსაც ცოცხალ პაციენტთან კონტაქტი აქვს დისტანციურად, განყოფილების უფროსის მხრების უკნიდან და თანაც თუკი საკმარისად გადაიხდის.
მერე ეს ექიმები მიდიან უცხოეტში ,,სტაჟირებაზე,, რამდენიმე თვე, ისევ ფულის გადახდიტ და იქაც მესამე რიგიდან თუ ანახებენ პაციენტს,
სამაგიეროდ საუკეთესო დიპლომს გაჩვენებენ, ჰარვარდისასაც კი…
ამიტომ, არაა გამორიცხული რომ ექიმებმა ვერ გათვალეს სიტუაცია.
მაგრამ, სხვებმა ხომ იციან რომ
ეს ადამიანი არის მხეცის ხელში და რა ,,კულტურულ,, თუ ,,კლდემამოსილ,, პროტესტზე თუ ქმედებაზეა საუბარი?

არ ესმის მხეცს ადამიანური და კულტურული პროტესტი.

საკუთარ შუშაბანდთან უნდა დაიდო საცხოვრებელი და იქ უნდა იყო, თუკი სხვა არ გამოგდის და როგორც ჩანს არ გამოგდის.

არაა ასე რომ სხვა დადგება იქ და ამით გაკეთდება რაიმე.
ასეა აწყობილი ეს დედამიწა და აქაური ცხოვრება, რომ ვისაც ძალიან ძალიან სასიცოცხლოდ ეწვის, ის უნდა დადგეს და მიუდგება სხვა.

არ დგას იქ პარტია და არასამთავრობო და საქართველოს ინტელიგენციად წოდებული ელიტა?
არ დგას ისე, გვირგვლიანის დროს რომ იჯდნენ კარვებში?
სადაა ,,კარვების ქალაქი,,
სადაა ,,საკანი,,
აი იმათ უნდა შეჯანჯრარება და ახლა რომ ,,კულტურული ქცევით,, ვითომ აპროტესტებენ პრეზიდენტის მკვლელობის გაცხადებულ აქტს.

ადვოკატებმა მანდატები უნდა დაყარონ და იქ დადგნენ, რამეთუ მათი უპირველესი მოვალეობაა მანდატის სიცოცხლის დაცვა.
არ სრულდება ადვოკატის არცერთი თხოვნა საქართველოსი და რა აზრი აქვს ამ ფორმალობას?

აზრი ისაა რომ დასავლეთს ეუბნება ეს მხეცი, აი ნახე 8 ადვოკატი ყავსო.

არ ჰყოლია მიშას არცერთი ადვოკატი.
არ ჰყოლია არცერთი თანამებრძოლი.
არ ჰყოლია არც სისხლი და არც ხორცი.

უკვე ერთი წელია ამას ვქადაგებ, რომ უნდა შექმნილიყო პრეზიდენტის ფიზიკური გადარჩენის ერთიანი მოძრაობა, ორგანიზაცია, საბჭო,
სადაც სამი უმთავრესი მოქმედთაგან ერთ ერთი მაინც აიღებდა ამის ორგანიზაციაზე პასუხისმგებლობას და დანარჩენ ორს ოფიციალური სტეიტმენტით თხოვდა თანადგომას.

ხალხი, ჩვენ, ვართ უბრალო მასა და კედელი, რომელსაც უნდა ჰქონდეს ფუნდამენტიც და სახურავიც.
არ გამოვა ჩემი და შენნაერების ტრაქტატებით არაფერი.
რაღაცა სტატუსი უნდა გქონდეს და არაა ეს სტატუსი.
ვისაც აქვს, იმათ პრეზიდენტის წერილები აფრიალეს, ეს არაო მიშამ თქვაო და ის არაო.
ვერ გაიგეს, რომ კაგებეს ციხეში ზის.

არასოდეს არასოდეს დამავიწყდება მიშა სააკაშვილის პასუხი, რომელიც მან მითხრა ჩემს რიტორიკულ კითხვაზე
მაშინ, საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე მე მიშას ვუთხარი
,,არ გყავს საქართველოში აბსოლუტურად, აბსოლუტურად არავინ, რომელიც შენს გამო ყველაფერზე წავა მეთქი… აბსოლუტურად არავინ მეთქი,,
და მიპასუხა ძალიან მოკლედ
,,ვიციო,,
ჩაჯდა მანქანაში და წაიყვანეს…

ვიცოდი, რომ მას უკვე ვერასოდეს ვიხილავდი, თუკი ის საქართველოში ჩავიდოდა…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved