• რეკლამა
  • კონტაქტი
05:42, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სად უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი? – ნოდარ ხარშილაძე

ალია ავტორი - ალია
13:49 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს:

„ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში არ მიდის არსად. ის მიდის, როგორც 2013-ში წავიდა, ოფიციალურად ჩამოშორდება პოლიტიკას, მაგრამ სინამდვილეში მართვის სადავეებს შეინარჩუნებს. სწორედ ირაკლი კობახიძე არის ის ადამიანი, ვინც ყველაზე აქტიურად არის მისი გავლენის ქვეშ და ვისი პირითად აჟღერებდა ის ყველაფერს, რაც უნდოდა ეთქვა და ეს ასეც გაგრძელდება. მას პირდაპირი კონტაქტი ექნება ძალოვნებთან, რომელთა ნაწილიც მისი დაცვის წევრები იყვნენ, ნაწილი კი გუნდის აქტიური წევრები. არანაირად არ აპირებს ამ ყველაფრის დათმობას. ეს უფრო პასუხისმგებლობის ჩამოშორებაა, ვიდრე წასვლა სინამდვილეში, რასაც ასევე მოწმობს ის, რომ ქონებაც კი თავისივე ფონდში გადაეტანა, რათა მას არაფერი მოეთხოვოს რამე რომ იყოს. სინამდვილეში, მისი ქონება დასავლეთშია და ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია. ჩვენ ვნახეთ, რომ პანამაშიც კი ათეთრებს ფულს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის კარგად დადგმული სპექტაკლი, რომელიც მას მისი აზრით საშუალებას აძლევს ძალიან რთულ დროს მოერიდოს და მას არაფერი დაბრალდეს. ასევე, საერთაშორისო არენაზეც არანაირი პრობლემები არ შეიქმნას.

ივანიშვილიც იქნება იმ ფორმით, რა ფორმითაც არის. რასაც აჟღერებდა კობახიძე იგივეს გააჟღერებს.

თუ დასავლეთმა მოინდომა, რომ სერიოზულად დააკვირდეს ივანიშვილს და ამის ალბათობა არის, არავინ ამით არ მოტყუვდება. გასაგებია ყველასთვის სინამდვილეში დღეს ვინ მართავს ქვეყანას. თორემ ერთხელ უკვე ვიხილეთ ეს „ტრიუკი“, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ.

რაც შეეხება დაბრუნების ალბათობას, ეს, რა თქმა უნდა, არის. გააჩნია როგორი იქნება სიტუაცია. შესაძლოა ეს იყოს ერთ წელიწადში, ორ წელიწადში, ან საერთოდ არ მოხდეს.

არსად არ წასულა და სად უნდა დაბრუნდეს? ლეგალურად პარტიის თავმჯდომარე იქნება თუ არა მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“

თეგები: ბიძინა ივანიშვილინოდარ ხარშილაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved