• რეკლამა
  • კონტაქტი
20:38, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? პასუხი გაგვეცით, საით ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა“ – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
16:29 03-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? აბსოლუტურად სხვა თემაა, ჩვენი ქვეყნის მომავალს და იმ უბედურებას ეხება, რაც თანამედროვე ძალიან ცუდი და საშიში და ტრენდია, პასუხი გაგვეცით, საით ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა ამაში, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის შიდა მესიჯია ფასების თემით, ამაზე სპეკულირებით და მანიპულირებით გადაფარონ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე საპასუხო რეაქციები.

„საოცარი ამბის მომსწრეები გავხდით დღეს – ერთი კვირაა ველოდებით პასუხს, მოგვაწოდეთ თქვენი ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ადამიანის უფლებები, მათ შორის განსხვავებული ადამიანების, რომლებსაც აქვთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, ამათი უფლებების დაცვის და მეორე – ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგები – ეს ორი რაღაც მკაფიოდ როგორ გავმიჯნოთ და როგორ ვებრძოლოთ ფსევდო ლიბერალურ იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენი პატივცემული ოპონენტების დიდი ნაწილი უწყობს ხელს, ამის პასუხი არ მიგვიღია და ჰოი საოცრებავ, თურმე რა ხდება ამ დროს – დასხდნენ პატივცემული როზნერი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ე.წ. „ნაცკლასტერში“ იძლევა დავალებებს. ფოკუს ჯგუფები გააკეთეს, როგორც ვრცელდება ინფორმაცია და იცით, რომ თქვენგან ინფორმაციების გამოსვლა არ არის რთული ამბავი, ოღონდ სუს-ს დაანებეთ თავი, ნუ გელანდებათ ხოლმე სუს-ი, ისედაც ჟონავს თქვენგან ინფორმაციები, სულ არ გვჭირდება ამაში სუსი და აბა, რა არის აქტუალური საკითხი? – მოდი ვილაპარაკოთ ყველამ ფასებზე, რომ გადავფაროთ ეს ამბავი, რომ პასუხი არ გვქონდეს გასაცემი. რა შუაშია, სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? ფასები ცალკე სალაპარაკო თემა და ცალკე პრობლემაა. ამავდროულად, როგორც ჩანს, იმდენ ადამიანს ველაპარაკეთ და იმდენ ადამიანს ელაპარაკა პრემიერი ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით, რომ ამ დღეების ერთ-ერთი მთავარი თემაა 5-6 მთავარ თემას შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებთან დაკავშირებით როგორ მკაფიოდ დავარეგულიროთ ისე, რომ ამასთან მიმართებაში არ იყოს პრობლემები, ინფლაციური თემები ამას შედარებით ნაკლებად შეეხოს და ეს რა თქმა უნდა გავრცელდება, იმიტომ, რომ 100 ადამიანთან რომ გაქვს შეხვედრა ამასთან დაკავშირებით და პრიორიტეტულ თემად ამას ასახელებ, ვაიმე, ირაკლი კობახიძემ რომელიღაც მთავრობის სხდომაზე არ დაგვასწროს ამაზე ლაპარაკი და ახლა დავცხოთ ყველამ ფასებზე და თან ამ პიარკამპანიით იქნებ გადავფაროთ, რომ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებზე არ გვქონდეს პასუხი გასაცემი და საერთოდ გვერდი ავუაროთ მაგ თემას. ვერ აუვლით გვერდს, ფასებით როგორ გადაფარავთ?
პირდაპირ გეუბნებით, თქვენი შიდა მესიჯია, რომ ფასების თემით, ამაზე სპეკულირებით და მანიპულირებით გადავფაროთ საპასუხო რეაქციები. აბსოლუტურად სხვა თემაა, ჩვენი ქვეყნის მომავალს და იმ უბედურებას ეხება, რაც თანამედროვე ძალიან ცუდი და საშიში და ტრენდია. თურმე ჩვენ ავალაპარაკეთ რომის პაპი და ოფიციალურ სტრუქტურებში რომ შეაღწია იმ დათქმებმა, რომ დედა და მამა არ ახსენონ ადამიანებმა და ვაჟიშვილი, ქალიშვილი, და და ძმა, თურმე ჩვენ დაგვილაგებია ეს ამბები. ეს არის თქვენი ნარატივი, ამიტომ კეთილი ინებეთ, ამაზე პასუხი გაგვეცით, საით ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა ამაში, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა, უნდა გამოვრიცხოთ ეს მავნე შედეგები და ფასებზეც ვილაპარაკოთ, არ გინდათ აქ დასწრებები და რაღაცები, ვაიმე არ დაგვასწროს კობახიძემ, რამე არ თქვას ამაზე და ფასებზე, აბა, როზნერმა დაგვავალა და შევუტიოთ. არ გამოგივათ როზნერის დავალებებით მუშაობა, ეს მარტო პიარული, მდაბიო პოპულისტური თემებია. რომ წამოიყვირა თურმე სამჯერ თუ ორჯერ ჩემი სახელი და გვარი ვაშაძემ, რომ ვერ მხედავს გიჟდება, ჩემ სახელს და გვარს იხსენიებს დღენიადაგ. რომ მიყურებს მერე ცოტა ერიდება. ახლა რომ მოვა, აღარ მოერიდება ამ ნათქვამის გამო. ამიტომ, მოდით ცოტა რეალობასთან ახლოს მივიდეთ, ეს „ნაცური“ ნარატივები აღარ გაჭრის ამ ქვეყანაში, ეს დაიმახსოვრეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved