• რეკლამა
  • კონტაქტი
02:51, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სად ხართ? ხალხს იქ სჭირდებით! შეგიძლიათ გომელაურს დაურეკოთ!” – რას პასუხობს გრიგოლიას კითხვებს ლევან იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
23:22 04-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,271

ტვ პირველის ეთერში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს, სატელეფონო ჩართვით, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პასუხობს.

ინგა გრიგოლია:

–სად ხართ ბატონო ლევან, გვეგონა, რომელიმე კორესპოდენტი აქციაზე გიპოვიდათ, ცოტა ხნის წინ, პირდაპირ ეთერში, სალომე სამადაშვილი გირეკავდათ და ვერ გიკავშირდებოდათ, სად ხართ?

ლევან იოსელიანი:

–ვარ იქ, საიდანაც ყველაზე ეფექტურად შევძლებ უფლებამოსილების განხორციელებას, აპარატთან ერთად ვაკვირდები მოვლენებს, ვიღებთ ინფორმაციას, ვაფასებთ, რომ მივცეთ ყველაფერს სწორი რეაგირება.

ინგა გრიგოლია:

–შორიდან აკვირდებით მოვლენებს, ახლა ხალხს იქ სჭირდება სახალხო დამცველის დანახვა, დამიჯერეთ ლევან, გულწრფელად გეუბნებით, ალბათ, ყველაზე მეტად, ერთ–ერთი თქვენ ხართ იმათგან, ვისი იქ დგომაც ახლა ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებს კანონი არ დაურღვევიათ, არბევენ და რობოკოპებით უპირისპირდებიან

ლევან იოსელიანი:

–სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შევაფასოთ ადეკვატურად, მნიშვნელოვანია სრული ინფორმაცია გვქონდეს. იქ არიან ჩვენი აპარატების თანამშრომლები, თუ საჭიროა, მეც მივალ, ამჯერად, ვარ იქ, სადაც ყველაზე ეფექტურად ვახერხებ შევაფასო მოვლენები.

რაც შეეხება მთავარ ამბავს, დავინახეთ მედიასაშუალებების მიმართ ხელშეშლის ფაქტი – არ ქონდათ საშუალება გაშუქების ისე, როგორც მიაჩნდათ საჭიროდ. მოვუწოდებ ყველას, მედიას მისცენ საშუალება მუშაობის

ინგა გრიგოლია:

–მადლობა მედიის მხარდაჭერისთვის – რა მინდა შეგახსენოთ, ოპოზიციის ლიდერი, ირაკლი კუპრაძე დაკავებულია, მან დაწერა დამიჭირეს, მცემეს, სხვა ადამიანებიც არიან დაჭერილები, თქვენ მაინც თუ ფლობთ ინფორმაციას რამდენი ადამიანია დაკავებული და რა ხდება, როცა ოპოზიციის ლიდერი წერს, რომ დაიჭირეს, ცემეს – რა რეაქცია უნდა გქონდეთ ამ დროს?

ლევან იოსელიანი:

–ჩვენ უკვე რამდენიმე საათია დავიწყეთ ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლა და ვცდილობთ დადგენას, სად არიან, რომ დავიწყოთ რეაგირება. ირაკლი კუპრაძის სანახავადაც არიან წასულები აპარატის თანამშრომლები. ყველაფერზე გვექნება რეაგირება, მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ჯერჯერობით არ გვაქს ინფორმაცია, რამდენი ადამიანია დაკავებული. როგორც კი გვექნება ინფორმაცია, გავუზიარებთ საზოგადოებას. მთელი ჩვენი აპარატი ამ წუთშიც ამ საქმითაა დაკავებული

ინგა გრიგოლია:

–შს მინისტრს ხომ არ ეკონტაქტეთ? შეგიძლიათ პირადად ეკონტაქტოთ, პოლიცია, სპეცრაზმი, მთელი ძალოვანი სტრუქტურები იქ ჰყავს გამოყვანილი. ჩვენი შვილები დგანან იქ, ახალგაზრდები, რომელსაც ყოველგვარი კანონის დარღვევის გარეშე უპირისპირდებიან. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში დაეკონტაქტებით ვახტანგ გომელაურს და გვექნება საშუალება თქვენგან მაინც შევიტყოთ რატომ აკავებენ ამ ადამიანებს, სად ჰყავთ გადაყვანილი.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved