• რეკლამა
  • კონტაქტი
22:56, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სად ხართ ის ადამიანები, ვინც გია ხარჩილავას და მის გუნდს 45 წუთით არ პატიობდით დიდთოვლობას?!” – ბერდია კალ

ალია ავტორი - ალია
22:50 12-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
497

ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:

სად ხართ ის ადამიანები, ვინც გია ხარჩილავას და მის გუნდს 45 წუთით არ პატიობდით დიდთოვლობას?! სად გაგიქრათ ის “გონორი”, ის ხმაური, ის ბრაზი, ის დამცინავი სიტყვები, რომლებიც მაშინ ასე, უხვად ისროლეთ?!
მაშინ არ არსებობდა, არც სტიქიის მასშტაბი, არც ადამიანური შესაძლებლობის ზღვარი, არც პასუხისმგებლობის სიმძიმე. არსებობდა მხოლოდ ერთი მოთხოვნა — ყველაფერი მაშინვე და იდეალურად! 45 წუთი თქვენთვის დანაშაული იყო. 45 წუთი — საბაბი შეურაცხყოფის, ცილისწამების და ლანძღვის!
დღეს კი, იგივე ადამიანები დგანან და პირადში მწერენ:
„გვიშველე, გააშუქე, ხმა მოგვაწვდინე.“
მე გავაშუქებ, იმიტომ, რომ ადამიანური ტკივილი არჩევით არ უნდა გაშუქდეს! მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი ხმამაღლა: თქვენ სინდისი არ გაქვთ!
სინდისი იქ უნდა ყოფილიყო მაშინ, როცა თოვლი ქალაქს ახრჩობდა და ადამიანები მთელი ღამეები მუშაობდნენ. სინდისი იქ უნდა ყოფილიყო მაშინ, როცა გია ხარჩილავა და მისი გუნდი საკუთარ სიმშვიდეს თმობდნენ, რომ სხვებს გზა, შუქი და იმედი ჰქონოდათ. თქვენ კი, მაშინ “ქულებს იწერდით” სხვის გაჭირვებაზე!
დღეს, დახმარებას ითხოვთ იმ სივრციდან, რომელიც თავადვე დააბინძურეთ უსამართლობით!
დღეს, თანადგომა გინდათ იმ ადამიანებისგან, ვისაც გუშინ ქვა ესროლეთ!
ეს ტექსტი შურისძიება არ არის, ეს სარკეა!
სარკე, რომელშიც ყველას უნდა ჩახედვა, სანამ კიდევ ერთხელ დაწერთ — „რატომ არ გვიშველეს დროზე“.
გაშუქება იქნება!
დახმარებაც იქნება, მაგრამ ისტორია დაიმახსოვრებს, ვინ, როგორ იქცეოდა მაშინ, როცა ყველაზე მეტად საჭირო იყო ადამიანობა! ეს მინდოდა მეთქვა ამ წამს.
პ.ს შარშან ისიც იკადრეთ, ხმამაღლა და დამაჯერებლად გეკითხათ — „სად არის თოვლი?“
იმ დროს, როცა თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს გადააჭარბა.
ქუჩები ჩახერგილი იყო, სახლები ჩუმად გაყინული, ადამიანები ძალის ზღვარზე, მაგრამ თქვენთვის მაინც „არ ჩანდა“.
იქნებ ახლაც არ მოსულა თოვლი?
იქნებ ეს ყველაფერი ბლეფია?
იქნებ ბუნებაც შეთანხმებულია ვინმესთან, რომ დაგაბნიოთ?
თქვენთვის ფაქტი არასდროს არის საკმარისი. არც სანტიმეტრები, არც ფოტოები, არც ადამიანების შრომით გათოშილი ხელები. თქვენთვის არსებობს მხოლოდ ეჭვი — ეჭვი, რომელიც პასუხისგან კი არა, პასუხისმგებლობისგან გაქცევას ემსახურება.
როცა თოვლის საფარი 50 სანტიმეტრია და შენ მაინც კითხულობ „სად არის თოვლი“, პრობლემა ამინდში აღარ არის. პრობლემა თვალშია! სინდისშია! სურვილში, რომ ყველაფერი სხვას დააბრალო, ოღონდ საკუთარ სიტყვებზე პასუხი არ აგო…..
სამი დღის განმავლობაში თქვენი ისტერიის მასშტაბები მაინტერესებდა. ჩუმად და უჩვეულოდ გიცქერდით და მაინც- ღმერთმა შეგინდოთ ყველას ყველაფერი…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved