• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სად ხარ, ბატონო ბიძინა? ვის ხელში ჩაგვყარე და გაქრი?” – 2021 წელს „დაკარგული” ჩინოვნიკები და “თანამდებობის ვირუსი”

ალია ავტორი - ალია
21:39 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

გიორგი ჯავახაძე, ალია

მიუხედავად პანდემიისა, 2021 წლის მთავარი ვირუსი მაინც სხვა იყო – ახალი ვირუსი, რომლის შესახებაც პირველად “ალიამ” გაგაფრთხილათ:

ვირუსს საინკუბაციო პერიოდიც ყველაზე მცირე აქვს 5-დან სულ რაღა 41 წამამდეა საკმარისი რომ და#ლევდე და თან ისე, რომ თვითმფრინავი გააგზავნო ჩაკეტილი ქვეყნიდან იტალიაში პიცის ჩამოსატანად, ისე, რომ საფრანგეთში კორონავირუსით დაზარალებულებს დაეხმარო, მაშინ როცა შენ ქვეყანაში ინფექციურ საავადმყოფოში წყალი ჩადის.

ვირუსს „თანამდებობის ვირუსი“ ჰქვია და კარგი ამბავი ისაა, რომ მისი ტესტირება საკმაოდ მარტივი პროცედურაა, ვერც ერთი ინფიცირებული ვერ ამბობს ამ სამ სიტყვებს: – გაჭირვებული, ღატაკი, უსახლკარო. ვირუსის სიმპტომებია ჰაერის უკმარისობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომ ამ ვირუსით ინფიცირებულები ბევრს მოგზაურობენ, ხან ოფიციალურად, ხან კაბინეტის კარს შიგნიდან კეტავენ და ფანჯრიდან იპარებიან…

ვირუსის ფონზე, ინფიცირებულებს უვითარდებათ ცრუ სიმპტომებიც, „ცრუ ქველმოქმედების“, „ცრუ პატრიოტიზმის“, „ცრუ პატიოსნების“, ეკარგებათ საზღვრების და განზომილებების შეგრძნება, უნდათ დიდი სახლი, დიდი მანქანა, უფრო დიდი სახლი, უფრო დიდი მანქანა, პატარა საყვარელი, ასაკით კიდევ უფრო პატარა საყვარელი, დიდზე დიდი სახლი, პატარაზე პატარა საყვარელი…

ინფიცირებულებს უყვართ საათები, მათ იმდენი საათი აქვთ, რამდენი თმის ღერიც მკერდზე, მათ იმდენი საათი აქვთ, რამდენი პრემიაც წლიდან წლამდე… ინფიცირებულთა სამკურნალოდ მკურნალობის ტრადიციული მეთოდი არ არსებობს, ისინი მკურნალობენ სახალხო მედიცინით, ისეთით, როგორიცაა ქვეყნის ბიუჯეტი და მკურნალობენ მანამდე, სანამ მთელ ბიუჯეტს არ გამოხრავენ… ამ ინფექციით დაავადებულებს ისე ეზიზღებათ ადგილობრივი ვალუტა, ლარი, როგორც ცოფიანს წყალი, ამიტომ ლარის დანახვაზეც კი ცუდად ხდებიან და უმეტესად მხოლოდ დოლარსა და ევროს ინახავენ ანგარიშებზე. ინფიცირებულებს არ უყვართ საბუთები, ამიტომ ქონებას და ბიზნესს აფორმებენ ბებიებზე, ბაბუებზე, ბიძებზე, მამიდებზე… ლეგენდად დადის ისტორია, ერთ ინფიცირებულზე, რომელსაც იმდენი ქონება და ბიზნესი ჰქონდა გადასაფორმებელი, რომ ჯერ მისი ახლობლების ბებიები, ბაბუები, ბიძიები და დეიდები გადაიფორმა, მერე ამ ხალხისგან შექმნა ფონდი და ბოლოს ამ ფონდს გადაუფორმა ქონება… ინფიცირებულებს აქვთ ასევე შეუკავებლობა, კერძოდ, უფლებამოსილების შეუკავებლობა, დაუსჯელობის სინდრომის შეუკავებლობა, ტენდერების მოგების შეუკავებლობა…

ვირუსი გადადის პრემიით, დანამატით, უფროსის სკამით, დივნით, მდივანით…

2021 წელს „დაკარგული” ჩინოვნიკები

2021 წელს „დავკარგეთ” ერთი პრემიერი, პარლამენტის ორი თავმჯდომარე და „ოცნების” მთავარი პიარტექნოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი. სხვათა შორის, „ალია” პირველი იყო, ვინც თქვა, რომ ლაშა ნაცვლიშვილს ივანიშვილი ჩამოიშორებდა, პასუხად „ოცნების” მომხრეთა რისხვა დავიმსახურეთ, მაგრამ დღეს „ოცნების” მომხრეებს თავად აღარ ახსოვთ ნაცვლიშვილი. როგორც „ალიას” წყარო გვიყვებოდა, საქმე ფულში იყო, კერძოდ, რამდენიმე მილიონში, რომელიც არ უნდა მისულიყო იქ, სადაც მივიდა, მილიონებში, რომელსაც ის საქმე უნდა გაეკეთებინა, რომელიც არ გაკეთდა. ტროლების და ბოტების ქარხნიდან ის კვამლი არ გამოვიდა, რომელიც უნდა გამოსულიყოო…

ლაშა ნაცვლიშვილი, მაინც რუხი კარდინალი იყო და სულ ბრჭყვიალა კარდინალები დაფერთხა ოცნებიდან მთავრობიდან, ჯერ იყო და პრემიერი გახარია წავიდა გუნდიდან და მერე მოსთქვამდა, „ოცნება“ მავიწროებსო, მერე კი, პარლამენტმა ორი თავმჯდომარე დაკარგა, არჩილ თალკვაძე და კახა კუჭავა. მოკლედ, ვისაც ხმა მიეცით, ხალხო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ისინი 2021 წლის ბოლოს თანამდებობებზე აღარ არიან და ვინ წარმოადგენს, აბა, თქვენ ხმებს, კობახიძე? ვინ არის შალვა პაპუაშვილი? „ოცნების“ სიის პირველი ადგილი იყო? იქნება, წინასაარჩევნო გეგმა წარმოადგინა? საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაში, შალვა პაპუაშვილი ავირჩიეთ და არ ვიცით? რა გითხრათ, ამბობენ, შალვა პაპუაშვილი ისევ ისე გააგრძელებს ცხოვრებას როგორც აქამდე, ანუ, ირაკლი კობახიძის ნათქვამს გაიმეორებსო და ახლა ორი კობახიძე გვეყოლება, ერთი ნამდვილი – მმართველი პარტიის თავმჯდომარედ და მეორე კობახიძე 2 – პარლამენტის თავმჯდომარედ. კობახიძე ისეთი კარგია 2 კობახიძე რას გვეყოფა? კობახიძე 3 – გვინდა შს მინისტრად, კობახიძე – 4 სუს-ის უფროსად, კობახიძე 5 – ჯანდაცვის მინისტრად და ა.შ.

ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა ეკატერინე ტიკარაძემაც… რამდენიმე დღის წინ დეზერტირების ბაზართან ადამიანი გარდაიცვალა, როგორც ადგილზე მყოფი ადამიანები ჰყვებიან, ის კაცი აფხაზეთიდან იყო დევნილი, სახლი არ ჰქონდა, ქირას ვეღარ იხდიდა და ქუჩაში უწევდა ცხოვრება ბოლო პერიოდში. ჰყვება ერთი კაცი: – მითხრეს, ქუჩაში კაცია დავარდნილი, მივედი, ურიკაზე დავაწვინე, გამოვიძახე სასწრაფო… წაიყვანეს და სადღაც ერთ საათში უკან მოიყვანეს და უკან ჩამომიგდეს ურიკაზე, მითხრეს რწყილები ჰყავს და არც ერთმა საავადმყოფომ მიიღო, ურიკაზე ჩემ ხელებში მოკვდაო. ხოდა, ამ ამბის გამო არ გადამდგარა ჯანდაცვის მინისტრი. მოსახლეობის გაღატაკება და მერე სიღატაკის სუნით გაჟღენთილი, ქუჩაში დარჩენილი ხალხის „დაკიდება” არაა დასჯადი ამ ქვეყანაში. არც მომაკვდავი კაცის ქუჩაში დაგდებაა დასჯადი, სიღატაკისსუნიანი ხალხი სასთუმალს სიკვდილის წინაც არ „იმსახურებს”, თურმე… საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი ყველაზე მაღალია რეგიონში და არც ამის გამო გადამდგარა ჯანდაცვის მინისტრი. არც კოვიდვაქცინის მეორე დოზით აცრილა ჯერ, როგორც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხნის წინ გადაიტანა კოვიდი და ყველა ვადა გასულია – მაგრამ არც ეგაა მისი გადადგომის მიზეზი. არც მეგი ბაქრაძის საქმეა მისი გადადგომის მიზეზი და არც თეკლა თორდიას. საერთოდაც, არ თვლის საჭიროდ, ზუსტი განმარტების გაკეთებას, უნდა გადადგება, უნდა გადმოდგება – რა ხალხის საქმეა?

და მაინც, რა მოსატანია ქვეყნისთვის „დაკარგული” პრემიერი და პარლამენტის „დაკარგული” თავმჯდომარეები, როდესაც თავად ივანიშვილი არსად ჩანს? არადა, 2018 წელს იფიცებოდა, ოღონდ, ახლა ჩემი სახით სალომეს ხმა მიეცით და პირადად ვარ გარანტორი იმისა, რომ ჩემი გუნდი გამოსწორებაო. ხოდა, ეს მთავარი გარანტორი აორთქლდა. ეკონომიკა დუღს და ივანიშვილი აორთქლდა. ოცნების ამომრჩეველი მაინც ვერ ბედავს კითხვის დასმას – სად ხარ, ბატონო ბიძინა? ვის ხელში ჩაგვყარე და გაქრი? ერთმა ისიც კი თქვა, ხალხი უმადური იყო და იმიტომ გაქრა ივანიშვილიო. აბაა, კაცმა 100 ქარხანა ააშენა, 10 მილიონი დაურიგა თითო სოფელს, დამნაშავეები პროკურორები დაიჭირა და არ დააწინაურა, მეგის ქარდავას ყოფილი მოადგილე არ დასვა ბათუმის მერად და არც წინა რეჟიმის მოსამართლეები დაგვასვა თავს და რა უმადური ხალხი ვართ, როგორ არ ვემადლიერებით?

სხვათა შორის, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩვენი წყარო გვიყვებოდა: – „ივანიშვილის პოლიტიკიდან გაყვანა უკვე დაგეგმილი იყო, როცა ოლიგარქის ფულად სახსრებს ერთად მოეყარა თავი „ქართუში“ და რამდენიმე მილიონი „დაიტოვა“ მხოლოდ ანგარიშზე. ჩემი ინფორმაციით, დასავლეთმა ივანიშვილი გაიყვანა იმ პირობით, რომ მისი ფინანსები არ დაიბლოკება, არც სანქციები შეეხება, მაგრამ მისი ფული გაკონტროლდება და ის ვეღარ დააფინანსებს პოლიტიკურ ფიგურებს და პოლიტიკას. სწორედ ამიტომ აღარ ჩანს ივანიშვილის ფული ამ არჩევნებზე, სწორედ, ამიტომ, წელს განსაკუთრებულად იკბინება „ოცნება“ და სავარაუდოდ, მეტი წნეხის ქვეშ იქნება ბიზნესიც, რომელმაც 2021 წლის არჩევნების დაფინანსება თავის თავზე უნდა აიღოს.” – ხოდა, ახლა კი იძახიან ივანიშვილი ქვეყნიდან არ გაქცეულა, მაგრამ თავად დაფიქრდით, არც პოლიტიკიდან გაქცეულა მისი ფინანსები?

ხო, ამასობაში შს მინისტრს ისევ არ დაუჭერია ბადრი ესებუა. ამბობენ, ბადრი ესებუას შეუძლია შს მინისტრის დაჭერა, მაგრამ, რომ დაფიქრდა, ვერ მიხვდა რაში გამოიყენოს და გადაიფიქრაო…

თეგები: ბადრი ესებუაბიძინა ივანიშვილიგომელაურიეკატერინე ტიკარაძეირაკლი კობახიძეირაკლი ღარიბაშვილილაშა ნაცვლიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved