• რეკლამა
  • კონტაქტი
00:45, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სად იყო სანიკიძე 26 მაისს და რისი უნდა რცხვენოდეს ბურჯანაძეს? – რას ჰყვება ლუკა კურტანიძე

ალია ავტორი - ალია
19:37 05-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

სახალხო ყრილობის წევრებს სჯეროდათ, რომ ნინო ბურჯანაძე იყო ადამიანი, რომელიც არასდროს შეურიგდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს გიგი უგულავას მისტიროდა, გამოუშვებდნენ თუ არა ციხიდან, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს:

„ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერს კადრულობს პოლიტიკური „ელიტა“, რომელსაც სურს, რომ ყველაფრის მცოდნე და პოლიტიკური მოვლენების წამმართველი იყოს.

დღეს ის ადამიანები ერთიანდებიან, რომლებიც ერთმანეთს ოჯახის წევრებს დაპატიმრებით და ღირსების აყრით ემუქრებოდნენ. დღეს ერთ მაგიდასთან სხედან, ერთ საბრძოლო ოპოზიციურ გაერთიანებად წარმოგვიდგებიან, რომლებიც ერთმანეთს იცავენ.

ეს ყველაფერი მარაზმია. ყველა ის ადამიანი, რომელიც მაშინ გაერთიანებული ვიყავით, გაოგნებულები და მათი ცვლილებით გაოცებულები ვართ.

ნინო ბურჯანაძეზე და გუბაზ სანიკიძეზე მეტ პატივს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მხარდამჭერებს ვცემ, რომელთაც მართლაც სჯერათ, რომ სააკაშვილი არის მესია, არის მათი მამა-მარჩენალი და ქვეყნის გადამრჩენი.

გუბაზ სანიკიძე მაშინ, 26 მაისის წინა დღეებში გაიპარა საბრძოლო ველიდან და მისი ბრძოლა 26 მაისს არავის უნახავს, არც იქ ყოფილა.

მე მას მაშინ პირადად ვთხოვდი, ბრძოლაში ბოლომდე გამოგვყოლოდნენ, მაგრამ ისე გაეცალნენ მაშინ სახალხო კრებას და ბოლო დღეების ბრძოლას, რომ არსად არავის უნახავს.

მაინტერესებს, დღეს ბურჯანაძე და უგულავა როგორ მივიდნენ რუსთაველზე, იმ ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა.

ამის გამო, ნინო ბურჯანაძეს უნდა რცხვენოდეს. მაშინ ათასობით ადამიანი დასახიჩრდა, დაიხოცნენ, მოკლეს, თვითონ და თავისი ოჯახის წევრები კი არ დაზარალებულან.

ყველაფერი შეიძლება ქალბატონი ნინოსთვის მეპატიებინა, მაგრამ ამ მდგომარეობას მე ვერ ვაპატიებ. ყველა მეთოდი ბრძოლის მოსაგებად გამართლებული არ არის.

საქართველო ეროვნულ ემოციებზე აგებული ქვეყანაა და იქ არ გაქვს ასეთი ნაბიჯების გადადგმის უფლება.

ის ადამიანები არ ვაპატიებთ, რომლებმაც სისხლი დავღვარეთ, ეს იყო მართალი ბრძოლა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved